სკოლის ექიმად დასაქმებისას პრიორიტეტი მიენიჭება ამ სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას – ცვლილება კანონში
20 აპრილს ცვლილება შევიდა „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სკოლების სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტისა და საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში/სკოლებში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაში.
ცვლილების თანახმად, სკოლის ექიმად დასაქმების დროს ექიმ-სპეციალისტების შერჩევისას პრიორიტეტი ენიჭება პედიატრიის, საოჯახო მედიცინის ან ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრის სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობას.
ამასთან განისაზღვრა, რომ ბრძანებით გათვალისწინებული საექიმო სპეციალობის მქონე პირის მოძიების შეუძლებლობის შემთხვევაში, სკოლის ექიმად შეიძლება დასაქმდეს ასევე ბრძანებით გათვალისწინებული სხვა საექიმო სპეციალობის მქონე პირი (იხილეთ ჩამონათვალში მოცემული „გ“-„რ“ ქვეპუნქტები).
სკოლის ექიმად მუშაობისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საქართველოს ან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული, საქართველოს კანონმდებლობით აღიარებული სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფო სერტიფიკატი ან სუბსპეციალობის მოწმობა) რომელიმე შემდეგ საექიმო სპეციალობაში:
ა) პედიატრია/ზოგადი პროფილის ექიმი პედიატრი;
ბ) საოჯახო მედიცინა;
გ) ბავშვთა ალერგოლოგია-იმუნოლოგია/ალერგოლოგია-იმუნოლოგია;
დ) ბავშვთა ინფექციური სნეულებები/ინფექციური სნეულებები;
ე) ბავშვთა ნევროლოგია;
ვ) ბავშვთა კარდიოლოგია-რევმატოლოგია/ბავშვთა კარდიოლოგია;
ზ) ბავშვთა გასტროენტეროლოგია;
თ) ბავშვთა ენდოკრინოლოგია;
ი) ბავშვთა ნეფროლოგია;
კ) ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია/ბავშვთა ფთიზიატრია/ბავშვთა პულმონოლოგია;
ლ) ბავშვთა ჰემატოლოგია-ტრანსფუზიოლოგია/ბავშვთა ჰემატოლოგია;
მ) ბავშვთა კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინა/ბავშვთა კრიტიკული მედიცინა/ბავშვთა ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია/ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა;
ნ) ბავშვთა ქირურგია;
ო) ბავშვთა ტოქსიკოლოგია;
პ) ბავშვთა ფსიქიატრია;
ჟ) შინაგანი მედიცინა;
რ) სამედიცინო რეაბილიტაცია და სპორტის მედიცინა/ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია/სპორტის მედიცინა.
დეტალურად იხილეთ მინისტრების ბრძანება
-
აბიტურიენტებმა ეს მნიშვნლოვანი ინფორმაცა ისევ არ იციან – „სწავლის ხარჯების გათვლაც გაუჭირდებათ“
by ARIS.GE-განათლება
-
ისევ იზრდება იმ პირთა წრე, რომლებსაც შეუძლიათ, განათლების სფეროს საჯარო სამსახურში ანაზღაურებადი სამუშაო შეითავსონ – ჩამონათვალი
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო: „სახელმძღვანელოების წერა-დამტკიცება დაწყებულია, საგნობრივი სტანდარტები დამტკიცების ეტაპზეა“
by ARIS.GE-განათლება