„სკოლის ექიმის ფუნქციას საგანმანათლებლო კომპონენტი დაემატება“
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სამედიცინო კაბინეტები დღეისათვის 648 დიდ კონტიგენტიან სკოლაში ფუნქციონირებს და მიმდინარე თვეში კიდევ რამდენიმე დაემატება – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ისაუბრა.
მინისტრის ინფორმაციით, 648 სამედიცინო კაბინეტს, მიმდინარე თვეში, კიდევ რამდენიმე დაემატება, 2022 წლის ბოლომდე კი ყველა სკოლა უზრუნველყოფილი იქნება როგორ სამედიცინო კაბინეტებით, ასევე ექიმისა და ექთანის მომსახურებით. ექიმის სტანდარტი კი ამ ეტაპზე დამტკიცების ეტაპზეა და მას ახალი ფუნქცია დაემატება.
„სკოლის ექიმის ფუნქციას ემატება საგანმანათლებლო კომპონენტი. ექიმის საათის ფარგლებში, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს მიეწოდებათ ინფორმაცია მათი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე“, -თქვა მიხეილ ჩხენკელმა, რომელიც მიიჩნევს, რომ მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, სკოლებში სამედიცინო კაბინეტების არსებობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.
ამავე თემაზე:
-
ერთჯერადი გადაწყვეტილებით, 2026 წელს პირველ კლასში 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები დარეგისტრირდებიან
by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტებო, თუ წელს დადგენილზე მეტ სტუდენტს მიიღებთ, ეს რაოდენობა მომავალ წელს მოგაკლდებათ – ცვლილება
by ARIS.GE-განათლება
-
რა ოდენობის ხელფასებია უმაღლესი განათლების ხარისხის ცენტრში 2026 წელს – დირექტორი, მოადგილეები, სამსახურის უფროსები
by ARIS.GE-განათლება