სლოვენიის “ახალი უნივერსიტეტის” პროფესორი ნანა ვებერი “ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას გამართავს
22 მაისს, 12:00 საათზე სლოვენიის „ახალი უნივერსიტეტის“ ასოცირებული პროფესორი ნანა ვებერი „ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის ლექციას თემაზე: „Child’s voice in Mediation“ გამართავს.
პროფესორი ნანა ვებერი ამჟამად ხელმძღვანელობს კომპანიას Weber N., Legal Consulting, Analysis, and Mediation Ltd.
აქტიურად ემხრობა მშვიდობიანი დავების გადაწყვეტას და ასრულებს მედიატორის ფუნქციას როგორც საქალაქო, ისე რაიონულ სასამართლოებში, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.
ნანა ვებერი ასევე ეროვნული საადვოკატო გამოცდების კომისიის წევრია და პასუხისმგებელია სამოქალაქო და პროცესული სამართლის მიმართულებებზე.
ლექციაზე დასწრება შეუძლია თემით დაინტერესებულ ნებისმიერ სტუდენტს.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdZuLkAHmHXWH2bpmxUF-nrt26ZsT_tRVGaGaUi8KqplFu1aA/viewform
შეხვედრის ადგილი: ევროპის უნივერსიტეტი, დავით გურამიშვილის გამზირი 76, აუდიტორია 203.
სამუშაო ენა: ინგლისური
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international.office@eu.edu.ge
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი