სპეციალური მასწავლებლობის მსურველების გამოცდაზე ვიდეო და აუდიომონიტორინგი განხორციელდება – ბრძანება უკვე ძალაშია
საბაზო პროფესიული უნარების გამოცდაზე, რომელსაც სპეციალური მასწავლებლობის მსურველები 60 კრედიტიან პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აბარებენ, ვიდეო და აუდიომონიტორინგი განხორციელდება. ამის შესახებ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომელიც დღეს, 30 სექტემბერს, გიორგი ამილახვარის ხელმოწერით გამოქვეყნდა.
„ცენტრი უზრუნველყოფს საგამოცდო ცენტრებში ვიდეომონიტორინგის განხორციელებას გამოცდების/ტესტირების ორგანიზების/ადმინისტრირების, საკუთრების, უსაფრთხოებისა და საიდუმლო ინფორმაციის დაცვის მიზნებით, ხოლო აუდიომონიტორინგის განხორციელებას – ცენტრის მიერ კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების, ცენტრის კანონიერი ინტერესების დაცვისა და საგამოცდო ცენტრებში ტესტირების ადმინისტრირებაში ჩართულ პირთა საქმიანობის ადმინისტრირების მიზნებით“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
რას მოაზრებს ვიდეო და აუდიომონიტორინგი:
ვიდეომონიტორინგი – საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ვიზუალური გამოსახულების მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, ვიდეოკონტროლი ან/და ვიდეოჩაწერა;
აუდიომონიტორინგი – საგამოცდო ცენტრებში დამონტაჟებული ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ხმოვანი სიგნალის მონაცემთა დამუშავება, კერძოდ, აუდიოკონტროლი ან/და აუდიოჩაწერა.
ასევე იხილეთ:
-
შემადგენლობა განახლდა – საჯარო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროცესს სპეციალური კომისია გააკონტროლებს
by ARIS.GE-განათლება
-
„საქართველოში, კითხვაში მაღალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა კატეგორიაში თითქმის არავინ იმყოფება“ – რა იციან და რა შეუძლიათ ჩვენს მოსწავლეებს (PISA 2025)
by ARIS.GE-განათლება
-
სკოლების გაჭიანურებული მშენებლობების ფონზე, პირველ ეტაპზე 10 მოდულური სკოლა მოეწყობა – მინისტრის განმარტება
by ARIS.GE-განათლება