სტაჟირების პროგრამა და უფასო კურსები – რას გეგმავს თბილისის მერია განათლების მიმართულებით
თბილისის მერია სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამის შეთავაზებას გეგმავს. როგორც თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ Aris.ge-განათლებასთან საუბარში განაცხადა, სტაჟირების პროგრამა სამთვიანი იქნება.
,,მერიის ბალანსზე ასამდე აიპი და შპს არსებობს. გვინდა, რომ სტუდენტებს მივცეთ შესაძლებლობა თავიანთი თეორიული ცოდნა პრაქტიკული კუთხით გამოავლინონ. სამთვიანი სტაჟირების შემდეგ კი გავცემთ შესაბამის სერtიფიკატებს,” -განაცხადა ზაზა ცინაძემ.
როგორ უწყებაში განმარტავენ, თითო ეტაპზე ერთდროულად დაახლოებით 300 სტუდენტის სტაჟირება იქნება შესაძლებელი. თუმცა სტაჟირება ანაზღაურებადი არ იქნება და სავარაუდოდ ნოემბრის თვიდან დაიწყება.
რაც შეეხება სტუდენტურ დასაქმების პროგრამებს – ამ ეტაპზე მერიას მსგავის პროექტები ჩანიშნული არ აქვს.
Aris.ge-განათლება დაინტერესდა, გეგმავს თუ არა დავით ნარმანიას უწყება შეჩერებული უცხო ენისა და კომპიუტერის უფასო კურსების აღდგენას. ზაზა ცინაძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ბაზრის შესწავლა იმის გამოსავლენად, თუ რა სპეციალობებია ყველაზე მოთხოვნადი.
,,გამოვლენილი საჭიროებიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის სწორედ ამ სპეციალობის კვალიფიკაციის ასამაღლებელი სხვადასხვა უფასო კურსები იქნება შეთავაზებული,”- განაცხადა ჩვენთან საუბარში მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ.
ეკა არის© წივწივაძე
-
სქემის ფარგლებში მასწავლებლები ელექტრონული სისტემის წარმოებას დაიწყებენ – პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ახალი სქემა ძალაში შევიდა (დადგენილება)
by ARIS.GE-განათლება
-
განკერძოებული სიტყვები, გამოთქმები და მათი სწორად წერა – მაგალითები და წესები გამოცდაზე დაგეხმარებათ
by გრამატიკული ცნობარი
-
გასამმაგებული კონკურენცია – ის, რაც მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა და მშობლებმა უნდა იცოდნენ
by ARIS.GE-განათლება