GE

სტიპენდია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში – თანხა და კრიტერიუმები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს 2 სახის შიდა სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ.

სასწავლო სტიპენდია

125 ლარი:

მისი მოპოვება შეუძლია ყველა ფაკულტეტეტის სტუდენტს. თითოეული ფაკულტეტიდან კი 10 საუკეთესო სტუდენტი ირჩევა. სტიპენდიით დაფინანსებისათვის შესარჩევ კანდიდატთა შეფასება ხორციელდება სტუდენტის აკადემიური მოსწრების საფუძველზე. კერძოდ, წინა სემესტრის განმავლობაში დარეგისტრირებულ სასწავლო კურსებში (არანაკლებ 27 კრედიტი) მიღებული ქულების საშუალო აკადემიური შეფასება (GPA ) უნდა აღემატებოდეს 3,5-ს.

სასწავლო სტიპენდიის დანიშვნა ხდება ყოველი სემესტრის დასაწყისში კანცლერის ბრძანებით, კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის შესაბამისად. დასკვნის მომზადება ხდება წინა სემესტრის შედეგების საფუძველზე.

სტიპენდიის შენარჩუნება:

სასწავლო სტიპენდია არის სემესტრული და სტუდენტი სემესტრის დასრულების შემდეგ მას ავტომატურად კარგავს; სტუდენტს სტიპენდია იმ შემთხვევაშიც შეიძლება შეუჩერდეს თუ მას სტუდენტური სტატუსი შეუჩერდა ან შეუწყდა.

ქართული ფიზიოლოგიური სკოლის დამფუძნებლის ივანე პერიტაშვილის სახელობის სტიპენდია

2 250 ლარი:

სტიპენდია გათვალისწინებულია მხოლოდ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და მისი მოპოვების შემთხვევაში სტუდენტი თავისუფლდება ერთი სასწავლო წლის საფასურის გადახდისგან (2250 ლარი).

ივანე ბერიტაშვილის სახელობის სტიპენდიის მოპოვება მე-4 სემესტრის სტუდენტებს შეუძლიათ. სტიპენდია საგნის ფარგლებში საუკეთესო მოსწრების მქონე 2 ან 3 სტუდენტს ენიშნება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური