GE

სტიპენდია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში – თანხა და კრიტერიუმები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის ორი სახის შიდა სტიპენდია მოქმედებს.

სტიპენდიები ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგის მიხედვით

200 ლარი:

თუ  აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგში, საქართველოს მასშტაბით პირველ 100 აბიტურიენტს შორის მოხვდა – იღებს 4-წლიან სწავლის სრულ დაფინანსებასა და ყოველთვიურ სტიპენდიას.

100 ლარი:

თუ  აბიტურიენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების რეიტინგში, საქართველოს მასშტაბით პირველ 200 აბიტურიენტს შორის მოხვდა – იღებს 4-წლიან სწავლის სრულ დაფინანსებასა და ყოველთვიურ სტიპენდიას.

სტიპენდიის შენარჩუნება:

იმისთის, რომ ასეულში და ორასეულშო მყოფმა სტუდენტებმა IBSU-ს ყოველთვიური სტიპენდია შეინარჩუნონ, საშუალო აკადემური მაჩვენებელი (GPA) ყოველი წლის ბოლოს 91 ქულაზე ნაკლები არ უნდა იყოს.

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტიპენდია

100 ლარი:

სარეიტინგო სისტემის საფუძველზე, ამ სტიპენდიის მიღება შესაძლებელი ხდება შემდეგი კრიტერიუმებით: მაღალი აკადემიური მოსწრება (ე.წ. GPA ); აკადემიური აქტივობები (მრგვალი მაგიდის დისკუსია, საჯარო ლექციებზე დასწრება, დებატები და ა.შ.) სტუდენტს ქულა ემატება როგორც შიდა ღონისძიებებში, ასევე გარე აქტივობებში მონაწილეობისთვის. ამ მონაცემებზე დაყრდნობით სტუდენტს ენიშნება 1-წლიანი სტიპენდია.

სტიპენდიის შენარჩუნება:

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ დანიშნული სტიპენდია, რომელიც სარეიტინგო სისტემის მიხედვით იწერება 1 წლის შემდგომ ახლდება და 100-ლარიანი სტიპენდიის მიღების შანსი უკვე სხვა სტუდენტს აქვს.

შენიშვნა:

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში არ მოქმედებს სახელმწიფო სტიპენდია, ვინაიდან IBSU კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური