GE

სტუ აღარ მიიღებს პირველკურსელებს ჰუმანიტარულ-სოციალურ მიმართულებებზე – ფაკულტეტებისა და პროგრამების ჩამონათვალი

მთავრობის 9 თებერვლის გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მხოლოდ საინჟინრო-ტექნიკური მიმართულებები დარჩება. ჰუმანიტარულ-სოციალური მიმართულებები კი, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა უნივერსიტეტში, მილევად რეჟიმში გადავა.

“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ეს იყო ჩვენი უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომელიც 1990-იან წლებამდე ისწავლებოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში”, – თქვა 9 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, სტუ 2026 წლის აბიტურიენტებს ჰუმანიტარულ-სოციალურ მიმართულებებზე უკვე ვეღარ მიიღებს.

EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ რა ფაკულტეტები და პროგრამები(ბაკალავრიატი/ქართულენოვანი) აქვს ტექნიკურ უნივერსიტეტს ამჟამად:

1. სამშენებლო ფაკულტეტი – 1. მშენებლობა პრიორიტეტული 2. მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი 3. სამოქალაქო ინჟინერია (პრიორეტიტული).

2. ენერგეტიკის ფაკულტეტი – 1. ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია – პრიორიტეტული 2. საინჟინრო მენეჯმენტი 3. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია.

3. სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი – 1. გეოლოგია – პრიორიტეტული 2. სამთო და გეოინჟინერია – პრიორიტეტული 3. საინჟინრო გეოდეზია -პრიორიტეტული 4. საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა- პრიორიტეტული 5. მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება – პრიორიტეტული 6. მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი – პრიორიტეტული 7. მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა – პრიორიტეტული 8. ბუნებრივი საფრთხეები; მდგრადი გარემო და დაცვა- პრიორიტეტული.

4. აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტი – 1. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია – პრიორიტეტული 2. ქიმია – პრიორიტეტული 3. გარემოს დაცვითი ინჟინერია – პრიორიტეტული 4. ფარმაცია 5. სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია 6. ბიონანოკერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები და ექსპერტიზა 7. აგრარული ტექნოლოგიები – პრიორიტეტული8. მევენახეობა და ენოლოგია – პრიორიტეტული  9. აგრონომია – პრიორიტეტული 10. სასურსათო ტექნოლოგია – პრიორიტეტული 11. მეცხოველეობა – პრიორიტეტული 12. ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია -პრიორიტეტული 13. აგროინჟინერია – პრიორიტეტული 14. სატყეო საქმე – პრიორიტეტული15. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამა.

5. სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი – 1. ტრანსპორტი – პრიორიტეტული 2. სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია – პრიორიტეტული 3. მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია -პრიორიტეტული 4. საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია – პრიორიტეტული 5. ლოგისტიკა – პრიორიტეტული 6. სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა 7. საავიაციო ინჟინერია 8. მეტალურგია – პრიორიტეტული 9. მასალათმცოდნეობა – პრიორიტეტული.

6. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი – 1. არქიტექტურა – პრიორიტეტული 2. მოდის დიზაინის ტექნოლოგიები.

7. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი – 1. სამართალი 2. საერთაშორისო ურთიერთობები 3. ევროპისმცოდნეობა.

8. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი – 1. ინფორმატიკა 2. კომპიუტერული ინჟინერია 3. მათემატიკა – პრიორიტეტული 4. საინჟინრო ფიზიკა – პრიორიტეტული  5. ბიოსამედიცინო ინჟინერია – პრიორიტეტული 6. მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი – პრიორიტეტული 7. ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები- პრიორიტეტული 8. კომპიუტერული მეცნიერება 9. კომპიუტერული ინფორმაციული ტექნოლოგიები.

9. დიზაინის საერთაშორისო სკოლა – 1. დიზაინი 2. არქიტექტურა.(ინგლისურენოვანი).

10. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი – 1. ბიზნესის ადმინისტრირება 2. საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები 3. საჯარო მმართველობა 4. სასტუმროს მომსახურება 5. საზოგადოებასთან ურთიერთობა.

11. სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1. ეკონომიკა 2. არქეოლოგია 3. ჟურნალისტიკა

პროგრამები, რომლებიც ტექნიკურ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლებოდა (სახელმწიფოსგან სრულად დაფინანსებული, აკრედიტებული პროგრამების ჩამონათვალი)

მშენებლობა; სამოქალაქო ინჟინერია; ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია; ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია; გეოლოგია; სამთო და გეოინჟინერია; საინჟინრო გეოდეზია; საინჟინრო უსაფრთხოება და საგანგებო სიტუაციების მართვა; ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია; ქიმია; მეტალურგია; მასალათმცოდნეობა; გარემოსდაცვითი ინჟინერია; ტრანსპორტი; საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია; ლოგისტიკა; სამრეწველო ინჟინერია და ტექნოლოგია; მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია; არქიტექტურა; მათემატიკა; საინჟინრო ფიზიკა; ბიოსამედიცინო ინჟინერია; მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი; ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები; აგრარული ტექნოლოგიები; მევენახეობა და ენოლოგია; აგრონომია; სასურსათო ტექნოლოგია; მეცხოველეობა; ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია; აგროინჟინერია; სატყეო საქმე; მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება; მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი; მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა; ბუნებრივი საფრთხეები, მდგრადი გარემო და დაცვა.

ამავე თემაზე:

ირაკლი კობახიძე: „შევთანხმდით, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური