GE

სტუდენტებისა და მაგისტრობის მსურველთა საყურადღებოდ – აპელაციის თანხის დაბრუნების წესი

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ინფორმაცია 2017 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე გრანტის მოპოვებისათვის/გაზრდისათვის და საერთო სამაგისტრო გამოცდების საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი და შეფასების შეცლის (მომატება/დაკლება) შესახებ.

შემთხვევაში გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე განაცხადები მიიღება 2017 წლის 1 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით – ქ.თბილისში – მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან – 18:00 სთ–მდე. რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
  • ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია – კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.

იხ. განაცხადის ფორმა

იმ შემთხვევაში თუ საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური გადახდილია:

  • საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
  • გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების გამოყენებით (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდის გამოყენებით,) საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.
დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური