სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებისთვის სოციალური პროგრამის ფარგლებში ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყო – ინსტრუქცია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 7 სექტემბერიდან სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა განაცხადების მიღებას იწყებს. ცნობილია ვის შეეხება პროგრამის ფარგლებში დაფინანსება და ვინ ვერ ისარგებლებს დაფინანსებით.
განაცხადები მიიღება 2023 წლის 7 სექტემბრიდან 26 სექტემბრის ჩათვლით ელექტრონულად, მხოლოდ ონლაინ რეგისტრაციის საფუძველზე:
რეგისტრაციის ინსტრუქცია და ყველა საჭირო დეტალი რეგისტრაციის მსურველებისთვის
დაფინანსდებიან შემდეგი სოციალური კატეგორიების მქონე პირები:
- მაღალმთიანი სოფლების სტატუსის მქონე სკოლების კურსდამთავრებულები;
- სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან;
- ტერიტორიული მთლიანობისათვის საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა შვილები, მკვეთრად/მნიშვნელოვნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები;
- ობოლი (უდედმამო) სტუდენტები;
- მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი) ოჯახის წევრები;
- სოციალურად დაუცველი სტუდენტები (ოჯახის სარეიტინგო ქულით 70 000 და ქვევით);
- სტუდენტები, რომლებიც იმყოფებოდნენ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ;
- აზერბაიჯანულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
- სომხურენოვანი სკოლების კურსდამთავრებულები;
- სტუდენტები, რომელთაც მოპოვებული ჰქონდათ რეპატრიანტის სტატუსი;
- ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლების კურსდამთავრებულები;
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები;
- აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე პირები;
- საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილის, ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო საქმიანობის განხორციელების შედეგად მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები ან მათ შვილები.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ასევე განსაზღვრულია დასაფინანსებელ პირთა ოდენობები კატეგორიების მიხედვით. იხილეთ ჩამონათვალი
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრო: კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო