სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით SANGU-ში თავისუფალი თეატრის მსახიობებთან შეხვედრა გაიმართა

23 დეკემბერს წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თავისუფალი თეატრის მსახიობებთან, რომელიც წარმართა თვითმმართველობის პრეზიდენტმა ნიკოლოზ სიდამონიძემ.
თამუნა ნიკოლაძემ, აპოლონ კუბლაშვილმა, კახა მიქიაშვილმა და ჯაბა კილაძემ თავისუფალი თეატრის დაარსების ისტორიის, დადგმული სპექტაკლების, მათ მიერ შექმნილი და შესრულებული საყვარელი როლების შესახებ ისაუბრეს, გაიხსენეს ნიკო გომელაური და მისი ემოციური როლები. ძალიან საინტერესო იყო კულისებს მიღმა არსებული ამბების მოსმენა, რომელიც მაყურებლისთვის ყოველთვის საინტერესო და მიუწვდომელია.
შეხვედრის მონაწილეებმა გულახდილად და ამომწურავად უპასუხეს აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა თავისუფალი თეატრის დასის მსახიობებს მადლობა გადაუხადა საინტერესო შეხვედრისთვის.
დასასრულს, სტუმრებს გადაეცათ უნივერსიტეტის ბრენდირებული საჩუქრები.
ფოტოალბომის სანახავად გადადით ბმულზე
-
SANGU და სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტი აქტიურ თანამშრომლობას განაგრძობენ by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
საჯარო ლექცია თემაზე: “განსხვავებები ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის დემოკრატიული ასპექტების მიმართ” SANGU-ში by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ში ლინკოლნ მიტჩელის საჯარო ლექცია გაიმართება by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი