სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ფოტოკონკურსს – „ჩემი სტუდენტური ცხოვრება“ იწყებს
სტუდენტთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ფოტოკონკურსს – „ჩემი სტუდენტური ცხოვრება“ იწყებს.
უნივერსიტეტის მიერ 17 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ფოტოკონკურსი მიზნად სტუდენტების უნიკალური გამოცდილებისა და ყოველდღიური მომენტების ვიზუალურ წარმოჩენას ისახავს.
კონკურსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ვიზუალური ფორმით ასახონ სწავლის პროცესი, მეგობრებთან ურთიერთობა, საუნივერსიტეტო აქტივობები, ემოციური თუ სახალისო მომენტები, ყველაფერი, რაც მათ სტუდენტურ რეალობას ქმნის.
კონკურსში მონაწილეობის მიღება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის სტუდენტს შეუძლია.
მონაწილეობის პირობები:
- ფოტო გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: student.affairs@sabauni.edu.ge
- წერილის სათაურში მიუთითეთ: ფოტოკონკურსი – [სახელი გვარი]
- ფოტოს დაურთეთ მოკლე აღწერა
ნამუშევრის გამოგზავნის ბოლო ვადა 26 ნოემბერია.
ფოტოს ტექნიკური მოთხოვნები:
- მაღალი ხარისხი
- მკაფიო, ბუნებრივ განათებაზე გადაღებული
- ფორმატი: JPEG ან PNG
- ფოტო არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს
შერჩეული ნამუშევრები განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ არხზე და გამარჯვებული ჩართულობის (მოწონებების) რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება.
პრიზი: პოლაროიდის კამერა.
საუკეთესო ნამუშევრები უნივერსიტეტში გამოიფინება.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი მოსწავლეებისთვის სამეწარმეო იდეების კონკურსს აცხადებს
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„იურისტის როლი ბიზნესმოლაპარაკებებში, მედიაციაში, არბიტრაჟსა და სასამართლოში“ – საბაუნიში ახალი გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
„ზოგადი ადმინისტრაციული სამართალი“ – საბაუნიში წიგნის წარდგენა გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი