GE

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი – შენი განათლებისა და მხარდაჭერისთვის

აბიტურიენტებისთვის გადამწყვეტია ისეთი სასწავლო გარემოს შერჩევა, სადაც მიიღებენ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის განათლებას, არამედ პერსონალურ მხარდაჭერასა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვან შესაძლებლობებს.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს გარემოს, სადაც აკადემიური წინსვლა და პიროვნული ზრდა უმთავრესი პრიორიტეტია.

1. ახალი შესაძლობლობები

ფრანგული ენის უფასო კურსი – სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, სრულიად უფასოდ დაეუფლონ ფრანგულ ენას, რაც მათ დამატებით უნარებსა და საერთაშორისო შესაძლებლობებს გაუხსნის.

2. პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა

ოქროს მედალოსნებისთვის, რომლებიც სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს პირველ პრიორიტეტად აირჩევენ, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სწავლის სრულ დაფინანსებას. დაწესებულება აღიარებს სტუდენტების შრომასა და მიღწევებს და ქმნის სტაბილურ საფუძველს ცოდნის შემდგომი გაღრმავებისთვის.

3. მუდმივი მხარდაჭერა სტუდენტებისთვის

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისთვის განათლების ხელმისაწვდომობა ფუნდამენტური ღირებულებაა. ამიტომ უნივერსიტეტი სთავაზობს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის მოქნილ სისტემას, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, გადასახადი 10 ნაწილად დაფარონ.

4. საერთაშორისო პერსპექტივები

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში სწავლა ახალი ჰორიზონტების აღმოჩენას ნიშნავს. უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამები სთავაზობს სტუდენტებს უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღონ საერთაშორისო განათლება, დაამყარონ კავშირები სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან და გაამდიდრონ როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული გამოცდილება.

5. აკადემიური მიღწევების დაფასება

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი განსაკუთრებულად აფასებს აკადემიურ წარმატებებს. სტუდენტებს, რომლებიც მოიპოვებენ 100%-იან სახელმწიფო გრანტს, უნივერსიტეტი სრულად უფინანსებს სწავლის დარჩენილ საფასურს. ამდენად, სტუდენტების აკადემიური მომავალი მთლიანად მათ მონდომებასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი – ადგილი, სადაც ცოდნა, განვითარება და წარმატება პრიორიტეტულია.

უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებია:

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • ტურიზმი
  • ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)
  • სამართალი
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • ფსიქოლოგია
  • პოლიტიკის მეცნიერება
  • თეოლოგია
  • ინგლისური ფილოლოგია
  • საჯარო მმართველობა

უნივერსიტეტის კოდი ცნობარში – 088.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური