საბაუნის ათენის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი ეწვია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს, ათენის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპასთან და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენელი კატია ტემპერეკიდუ სტუმრობდა.
უნივერსიტეტის მიერ დღეს, 6 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კატია ტემპერეკიდუ, ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, შორენა პარუნაშვილს შეხვდა.
შეხვედრები ძირითადად გამოცდილების გაზიარების ფორმატით წარიმართა, სადაც მხარეებმა სტუდენტების და პერსონალის მობილობების მენეჯმენტის პროცედურებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.
„ჩემთვის ეს მობილობა იყო ძალიან ნაყოფიერი და ინფორმაციული, რადგან შეხვედრების დროს ვისაუბრეთ საერთაშორისო ურთიერთობების თანამშრომლის მოვალეობების მსგავსებასა და განსხვავებებზე. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი გამოცდილება პროექტების შედეგების გავრცელების და მობილობების მონიტორინგის თაობაზე, რამაც პრაქტიკული გამოცდილება შემძინა ჩემი საქმიანობის გასაუმჯობესებლად. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მასპინძელი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობამ, რამდენად ფორმალური, სტრუქტურირებული და ინფორმირებულია მისი მუშაობა, განსაკუთრებით უნივერსიტეტის ზომიდან გამომდინარე. მათი პროფესიონალიზმი, კულტურული მგრძნობელობა და ექსპერტიზა მართლაც შთამაგონებელი იყო და ეს გამოცდილება გახადა როგორც ნაყოფიერი, ისე მოტივაციის ამამაღლებელი“, – აცხადებს კატია ტემპერეკიდუ.
ბერძენი სტუმარი ასევე შეხვდა თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გოჩა ბარნოვს, რომელიც ამავდროულად, ათენის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. შეხვედრაზე ERASMUS+ მიმდინარე პროექტსა და ახალი განაცხადების პროცედურებზე ისაუბრეს.
„ჩემი აზრით, ERASMUS+ მობილობის პროგრამების მთავარი სარგებელი როგორც თანამშრომლებისთვის, ისე სტუდენტებისთვის არის შესაძლებლობა, გააფართოონ საკუთარი ხედვა საერთაშორისო გამოცდილების მეშვეობით. სტუდენტებისთვის ეს ნიშნავს ინტერკულტურული ცნობიერების, ადაპტაციის უნარისა და დამოუკიდებლობის განვითარებას, რაც ამავდროულად აძლიერებს მათ აკადემიურ და პროფესიულ პროფილს. თანამშრომლებისთვის კი ეს პლატფორმა საუკეთესოა პრაქტიკის გაზიარებისთვის, პროფესიული კომპეტენციების გაძლიერებისთვის და ინსტიტუციურ პარტნიორობათა შექმნისთვის, რაც გრძელვადიან თანამშრომლობას უწყობს ხელს. საბოლოო ჯამში, ERASMUS+ მობილობა ხელს უწყობს გახსნილობის, ინოვაციურობისა და ურთიერთგაგების კულტურის ჩამოყალიბებას, რაც სარგებელს აძლევს როგორც ინდივიდებს, ისე ინსტიტუციებს“, – განაცხადა კატია ტემპერეკიდუმ.
აღსანიშნავია, რომ ბერძენი სტუმრის მობილობა 2025 წლის 22-26 სექტემბერს, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის მიერ განხორციელდა.
-
საბაუნიში ლექცია – „ქორწინების ტრადიციასთან დაკავშირებული იუდაური და ისლამური რელიგიური და სამართლებრივი ნორმები“ გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნიში, თემაზე – „გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის გამოწვევები საქართველოში“, საჯარო ლექცია გაიმართა
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
საბაუნიში ორგანიზაციის – „ხელი ხელს“ წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება
by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი