GE

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტს კიდევ ერთი ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტი დაემატა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და ლუბლინის მარი კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო მჭიდრო და მრავალმხრივი გახდა – გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც სამართლის ფაკულტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას როგორც აკადემიურ, ისე პრაქტიკულ დონეზე ითვალისწინებს.

თანამშრომლობის ფარგლებში გათვალისწინებულია სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლა, ერთობლივ სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა, საერთო კვლევების განხორციელებას და სამეცნიერო ლიტერატურის გაზიარება.

ფაკულტეტებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი გორაძემ და ლუბლინის მარი კიური-სკლოდოვსკას სახელობის უნივერსიტეტიდან პრორექტორმა, პროფესორმა არკადიუს ბერეზამ, სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა იაროსლავ კოსტრუბიეცმა და იურიდიულ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მარეკ კულიკმა.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ლუბლინის მარი კიური-სკლოდოვსკას უნივერსიტეტს შორი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა 2023 წელს, ხოლო 2024 წლიდან უნივერსიტეტები თანამშრომლობენ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ KA171 პროექტის ფარგლებში სოციალური მეცნიერებების მიმართულებით.
ახალი მემორანდუმი კიდევ უფრო გააღრმავებს საერთაშორისო აკადემიურ ინტეგრაციას და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას და მაღალი ხარისხის იურიდიული განათლების ხელშეწყობას.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური