GE

სწავლების 32 თეორია, რომელიც ყველა პედაგოგმა უნდა იცოდეს

არსებობს ათეულობით თეორია იმის შესახებ, თუ რა და როგორ უნდა ასწავლოთ შემდეგ თაობებს და როგორი მეთოდოლოგია არის უკეთესი ჩვენს დროში. ამ საკითხის შესახებ უამრავი ნაშრომიც დაწერილა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კვლევის ავტორია რიჩარდ მილვუდი, დუბლინის ტრინიტის კოლეჯის მოწვეული მკვლევარი. მან კვლევის შედეგები გრაფიკულად, მოკლე-მოკლედ წარმოადგინა, რითაც მისი შრომატევადი სამუშაო კიდევ უფრო ეფექტური გახადა.

გთავაზობთ მილვუდის დასკვნებს, 32 თეორიას, რომელიც პედაგოგებმა უნდა იცოდნენ:

1. ინსტრუქტივიზმი

სწავლა/სწავლების პროცესში ცენტრალური ფიგურაა პედაგოგი, რომელიც ცოდნას უშუალოდ მოსწავლეს/სტუდენტს გადასცემს.

2. მრავალმხრივი ინტელექტი

სწავლების გზები განსხვავებულია და ერთმენთისგან დამოუკიდებელი, მრავალმხრივი ინტელექტი არის შესაძლებლობათა კორელაციის შედეგი.

3.ექსპერიმენტული სწავლება

ცოდნა მუდმივად გროვდება, როგორც პირადი გამოცდილებით ისე გარე სამყაროში მომხდარი მოვლენების გავლენით. აუცილებელია, მოსწავლე იაზრებდეს ამას და ორიენტირებული იყოს საკუთარი თუ სხვისი შეცდომების გათვალისწინებისკენ. უნდა გამოიყენოს ანალიტიკური უნარები, გამოცდილება  და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ გაუმკლავდეს ამა თუ იმ პრობლემას.

4. ცვლადი სწავლების სტილი

გულისხმობს ოპტიმალურ მიდგომას თითოეულ მოსწავლესთან.

5. სკოლის მოწინააღმდეგეთა საზოგადოება

„სკოლა აზიანებს განათლებას, მოსწავლე ხდება „გაწვრთნილი“ არსება“,- ასე სწამდა ივან ილიჩს, რომელიც თავის წიგნში ინსტიტუციონალური განათლების არაეფექტურობაზე საუბრობს. მისი მიზანი იყო დაემკვიდრებინა მეთოდი, რომლის მიხედვითაც მოსწავლეს საკუთარი შეგნებით, პიროვნების მისწრაფებების მიხედვით შეეძლებოდა განათლების მიღება.

6. საშინაო სკოლები

უპირველეს ყოვლისა, მოზარდის განათლებაზე პასუხისმგებელი ოჯახია და რეალურად არსებობს სახლში ორგანიზებული სასწავლო გარემოს შექმნისა და პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდის განხორციელების შესაძლებლობა.

7. სწავლება სკოლის გარეშე

ესაა საგანმანათლებლო მეთოდი, რომელიც გულისხმობს განვითარებას ცხოვრებისეული გამოცდილებით. ამასთან, დაშვებულია პერიოდულად სხვადასხვა კურსების გავლაც, თუმცა ეს მთლიანად დამოკიდებულია მოზარდის ინტერესებზე. ამ ფილოსოფიური მიდგომის მიხედვით, ინდივიდუალური მიდგომა ბევრად უფრო სასარგებლოა მოზარდისთვის. აღსანიშნავია, ისიც, რომ მოსწავლე თავად არიან ჩართულნი მათთვის განკუთვნილი აქტივობების შექმნაში.

8. კრიტიკული პედაგოგიკა

საგანმანათლებლო მოძრაობა, რომელსაც საფუძვლად უდევს სულიერ მღელვარებაზე დაფუძნებული პრინციპები. მისი მიზანია მოსწავლეებმა გაიაზრონ თავისუფლების იდეა, აღიარონ ავტორიტარული ტენდენციები, დააკავშირონ ცოდნა სიძლიერესთან და განივითარონ კოსტრუქციული მოქმედებების უნარი.

9. ინტერპერსონალური ურთიერთობები

არსებობს პედაგოგების რამდენიმე ტიპი, მაგალითად, „ლომი“, „მომთვინიერებელი“, „რომანტიკოსი“. მათ ყველა მოსწავლესთან ერთნაირი მიდგომა აქვთ. ზოგი ერთმნიშვნელოვნად ლმობიერია, ზოგიც – მკაცრი.

10. მონტესური განათლება

მთავარი პრინციპი შერეული ასაკის ბავშვების ერთ საკლასო ოთახში განაწილებაა. მაგალითად, 3-6 წლის ბავშვებს ერთ კლასში, ერთსა და იმავე დავალებების შესრულება მოუწევთ. სწავლების მეთოდი კი გულისხმობს არაპირდაპირ სწავლებას. მოსწავლემ თავად უნდა აღმოაჩინოს და გაიკვალოს გზა სწორ პასუხამდე.

11. სამეცნიერო პედაგოგიკა

მეცნიერებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ცვლის და ავითარებს ინდივიდს.

12. ექსპერიმენტული განათლება

პროცესი, რომელიც მასწავლებელსა და პედაგოგს შორის მიმდინარეობს და ინსპირირებულია გამოცდილების დაგროვებით.

13. კონსტრუქციონიზმი

არსებულ ცოდნაზე ახალი ცოდნის დაშენება და სრულყოფა მოდელის მთავარი მიზანია. გაკვეთილის პროცესში დაუშვებელია მოსწავლის პასიურობა.

14. სოციალური კონსტრუქტივიზმი

სწავლების თეორიის მიხედვით, სოციალური მოლაპარაკება ურთიერთქმედების საფუძველია.

15. რადიკალური კონსტრუქტივიზმი

ცოდნას განიხილავს,როგორც მენტალურ წარმომადგენელს: ცოდნა ღრმავდება შემეცნების გზით და არაა დამოკიდებული კომუნიკაბელურობასა თუ ინტროვერტობაზე. ის სუბიექტურია, ადაპტაციური და მორგებული ცხოვრებაზე.

16. პროექტებზე დაფუძნებული სწავლება

სასწავლო პროცესი, რომელშიც ერთიანდება რამდენიმე სასკოლო საგანი. მოსწავლეები იძიებენ ინფორმაციას (პრობლემა შეიძლება იყოს ადგილობრივი, გლობალური). მოცემული პრობლემის შესაძლო გადაჭრის გზების პოვნის შემდეგ აკეთებენ მულტიმედია პრეზენტაციებს მოძიებული მასალების პრეზენტაციისათვის მოსწავლეები გვიჩვენებენ რა ისწავლეს, როგორ ითანამშრომლეს ერთმანეთთან, აფასებენ ერთმანეთს და საკუთარ თავს.

17. გენეტიკური ეპისტომოლოგია

ადამიანი ცხოვრების განმავლობაში 4 ეტაპს გადის: სენსორმოტორული (0-2 წლამდე ), პრეოპერატიული (2-7 წ), ოპერატიული (7-11 ) და ფორმალურად ოპერატიული (11 + ) ამ ეტაპების გავლისას ის აგროვებს ასაკის შესაბამის გამოცდილებას და უყალიბდება ფსიქიკა. განსაკუთრებული მიდგომებით კი ფსიქიკური სქემის შეცვლაც შესაძლებელია.

18. პროქსიმალური განვითარების ზონა

შესაძლებლობების არეალი, რომლის გამოვლენაც მოსწავლეს მასწავლებლის მხარდაჭერით შეუძლია.

19. „საყრდენის“ მეთოდი

სტუდენტის მხარდაჭერა სხვადსხვა საჭიროებების დროს, რომელიც მიზნამდე მისვლას გაუმარტივებს

20. აღმოჩენების გაკვეთილი

ცოდნის დაგროვება ჰიპოთეზებისა და ტესტირების გზით.

21. მრავალმნიშვნელოვანი სწავლება

ახალი ცოდნის მიღება ძველი ცოდნით.

22. ოსტატური (სამაგისტრო) სწავლება

თითოეული მასალა სტუდენტებს ეხმარება გახდნენ უფრო მაღალკვალიფიციურები.

23. საგანმანათლებლო მიზნები

შემეცნებითი, ეფექტიანი და ფსიქომოტორული – განათლების სპეციალისტები სტუდენტების მიღწევებს ამ სამ დომენს უკავშირებენ. მაღალ დონეზე სწავლება დამოკიდებულია პირველი დონის მიღწევებზე.

24. რადიკალური ბიჰევიორიზმი

სწავლების პროცესში წარმოქმნილ სტიმულებს ინდივიდი სხვადასხვაგვარად აღიქვამს. მისი განმეორების შემთხვევაში ძლიერდება სუბიექტის რეაგირება.

25. პრაქტიკოსთა საზოგადოება

ჯგუფის მთავარი მამოძრავებელია ვნება, სურვილი, რომელიც მათი რწმენით, საქმიანობასა თუ სწავლაში ეხმარება.

26. სიტუაციური სწავლება

ჩრდილოეთ ილინოისის უნივერსიტეტის ინფორმაციით, ამ მეთოდს საფუძველი 1990 წელს ჯინ ლეივმა და ეთინ ვენგერმა ჩაუყარეს. მოდელის მიხედვით, სტუდენტების მოტივაციას ზრდის ჩართულობა ცხოვრებისეულ აქტივობებში, დაგროვებული პირადი გამოცდილება მათ სწავლის პროცესში ეხმარება.

27. საუბრის თეორია

მეცნიერული თეორია ხსნის, თუ როგორ მოქმედებს ურთიერთობა, საუბარი ცოდნაზე

25. კომპეტენციაზე დაფუძნებული სწავლება

გულისხმობს სწავლების დროს იმ უნარების და შესაძლებლობების გათვალისწინებას, რაც მსმენელს აქვს

29. პრობლემებზე დაფუძნებული სწავლება

მიდგომის მთავარი მიზანი პრობლემების მნიშვნელობის გააზრება და გადაჭრის გზების ძიებაა. ხშირი კვლევები და პროექტები ზრდის ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

30. სასწავლებელ ადგილზე დაფუძნებული სწავლება

თეორიის მიხედვით, გასათვალისწინებელია თუ რა მნიშვნელობისაა სასწავლებელი ადგილი მსმენელისთვის

31. კითხვებით სწავლება
სწავლების ფორმალური პროცესი მიმდინარეობს კითხვა-პასუხის რეჟიმში და ორიენტირებულია კითხვების დახვეწისკენ.

32. კომბინირებული სწავლება
ტრადიციული აკადემიური გაკვეთილების ალტერნატივა, რომელიც კომბინირებული გაკვეთილების ჩატარებას გულისხმობს.

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

წყარო: teachthought

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური