სწავლის განახლების რა მოდელებზე მუშაობს ჯანმო და რაზე საუბრობს ორგანიზაციის ქართველი წევრი ნინო ბერძული
ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი თვე დარჩა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი კონკრეტული რეკომენდაციები, რომლის დაცვაც სკოლებს სწავლის განახლებასთან ერთად მოუწევთ, ან რა პრინციპით განახლდება სწავლა.
ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რეკომენდაციები, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სფერო სკოლებს შესთავაზებს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ანალოგი იქნება.
პარალელურად, ჯანმო კვლავ აგრძელებს განათლების სისტემისთვის რეკომენდაციებზე მუშაობას და რამდენიმე მოდელს განიხილავს. ამის შესახებ MOH-ის ჯანმრთელობის პროგრამების დირექტორი, ევროპის რეგიონის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბერძული ტელე „იმედთან“ საუბრობს.
„შესაძლებელია განვილიხლოთ რამდენიმე მოდელი, ეს არის ალტერნატიული სწავლების გრაფიკი, რომელიც იცვლება ყოველი კვირის განმავლობაში, ასევე ეს არის შერეული სწავლების მეთოდი და როგორ შეიძლება მოხდეს უზრუნველყოფა ასეთი მეთოდის, რომელიც გულისხმობს ფიზიკურად სკოლაში ყოფნა, ასევე ონლაინ სწავლებას და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სკოლის ინფრასტრუქტურა. თუ როგორ უწყობს ხელს კონკრეტული სასწავლო დაწესებულება ხელს იმ სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვას, რომელიც რეკომენდაციებშია გაწერილი“, – განაცხადა ნინო ბერძულმა ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ქართველი მედიკოსები კი აცხადებენ, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე სექტემბერში სწავლის განახლება შესაძლებელი იქნება და სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება.
ამავე თემაზე:
„თუ რამდენი ბავშვი უნდა იჯდეს საკლასო ოთახში, ამაზე მუშავდება შესაბამისი რეგულაციები“
სკოლაში მონაცვლეობით სიარული, თუ ორცვლიანი სწავლება, – არჩევანი სკოლებს სამინისტროსგან (დოკუმენტი)
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს ავტორიზაციის საბჭო ხელახლა განიხილავს – ილიაუნის კანცლერი by ARIS.GE-განათლება
- „განათლება თავისუფლებაა“ – ქართულ განათლებაში არის თავისუფლება? – მენტორი მასწავლებელი 2024 წლის ფაქტებზე by განათლებული ბლოგი
- რომელ სტუდენტებს დაეხმარება ფინანსურად გორის მერია 2025 წელს – ბიუჯეტი დამტკიცდა by ARIS.GE-განათლება