GE

სხვადასხვა ქვეყნის სკოლების 10  მოულოდნელი განსხვავება

თითოეულ ქვეყანას იდეალურ სასწავლო პროცესზე საკუთარი წარმოდგენა აქვს. განსხვავებები მათ შორის იმაზე მეტია, ვიდრე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. გთავაზობთ 10 სხვადასხვა ქვეყნის სკოლების თავისებურებებს.

საფრანგეთი

  • სასწავლო წელი: სექტემბერი – ივლისი
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: საგნის მიხედვით (55 წუთიდან 2 საათამდე)
  • სასწავლო კვირის ხანგრძლივობა: 5 დღე (ოთხშაბათი-მოკლე დღე)
  • გამოცდები: არის
  • საშინაო დავალებები: არის
  • განმასხვავებელი თავისებურება: აქ როგორც კლასში ჩარჩენილ მოსწავლეებს, ისე კლასს ,,გადამხტარ“ ბავშევბსაც შეხვდებით. ამიტომ შერეული კლასები იშვიათობას არ წამორადგენს. ჩვეულებრივის გარდა სკოლაში არის ორსაათიანი შესვენება სადილისთივს: ბავშვებს სახლში დაბრუნება და ოჯახის წევრებთან სადილი შეუძლიათ. ტელეფონების გამოყენება სკოლაში მკაცრად არის აკრძალული, შესვენებების გატარება კი ეზოშია სავალდებულო.

იაპონია

  • სასწავლო წელი: აპრილი-მარტი
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი (დაწყებითი კლასები), 50 წუთი (საშუალო და უფროსი კალსები)
  • სასწავლო კვირის ხანგრძლივობა: 6დღე
  • გამოცდები: წელიწადში რამდენჯერმე
  • საშინაო დავალებები: დაწყებით სკოლაში არა, საშუალო და უფროს კლასებში ძალინ ბევრი
  • განმასხვავებელი თავისებურება: გაკვეთილები 08:30-ზე იწყება და საღამომდე გრძელდება. ბავშვების უმრავლესობა დამატებით სასწავლო დაწესებულებებში დადის. კვირა დღეს დამატებით მეცადინეობა ნორმალურად ითვლება. არდადეგები (20 ივლისიდან 1 სექტემბრამდე, 26 დეკემბრიდან 7 იანვრამდე და 25 მარტიდან 1 აპრიალმდე) იაპონელებისთვის არის დრო, როდესაც სწავლით საფუძვლიანად დაკავება არის შესაძლებელი.

ისრაელი

  • სასწავლო წელი: სექტემბერი-ივნისი
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: პრაქტიკაშია გაორმაგებული გაკვეთილები – 90 წუთი
  • სასწავლო კვირის ხანგრძლივობა: 6 დღე
  • გამოცდები: არის
  • საშინაო დავალებები: არ არის (პირელიდან მეექვსე კლასამდე)
  • განმასხვავებელი თავისებურება: შუალედური დონის სკოლებში იწყება მოსწავლეების დაყოფა ჯგუფებად ნიშნებისა და შესაძლებლობების მიხედვით. ამგვარად ბავშვებს საშუალო სკოლისთვის ამზადებენ. ჯგუფებში საგნები მოსწალეების ნიშნების მიხედვით, სხვადასხვა დონეზე ისწავლება.

ჩინეთი

  • სასწავლო წელი: სექტემბერი-ივლისი
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 40 წუთი
  • სასწავლო კვირის ხანგრძლივობა: 6 დღე
  • გამოცდები: არის
  • საშინაო დავალებები: არის
  • განმასხვავებელი თავისებურება: სკოლაში დილა ვარჯიშით იწყება. მესამე გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეები თვალის ვარჯიშს აკეთებენ. დაახლოებით 14 საათისთვის ბავშვები ფიზიკურად კიდევ ერთხელ იტვირთებიან. შეიძლება სწორედ ამიტომ სკოლის ფორმა სპორტული კოსტუმი წარმოაგენს.

ინდოეთი

  • სასწავლო წელი: ივლისი-მაისი
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 35 წუთი
  • სასწავლო კვირის ხანგრძლივობა: 6დღე
  • გამოცდები: არის
  • საშინაო დავალებები: არის
  • განმასხვავებელი თავისებურება: ინდოეთში მოსწავლეების მშობლები გამოცდების შედეგებს ძალიან განიცდიან. ამ ქვეყანაში ადამიანის ცხოვრებაში ატესტატის არსებობა მეტ შესაძლებლობას იძლევა. ამიტომ გამოცდის მსვლელობისას მშობლები ხშირად ძვრებიან სკოლის ფანჯრებზე და შვილებს სწორ პასუხებს კარნახობენ.

ავსტრალია

  • სასწავლო წელი: იანვარი-დეკემბერი
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: მასწავლებელი განსაზღვრავს
  • სასწავლო კვირის ხანგრძლივობა: 5 დღე კვირაში
  • გამოცდები: მესამე კლასიდან ყოველ მეორე წელს
  • საშინაო დავალებები: არის
  • განმასხვავებელი თავისებურება: სასწავლო წელი 4 სემესტრად იყოფა და წყდება სააღდგომო (2 კვირა აპრილში), ზამთრის (2 კვირა ივლისში), საგაზაფხულო (2 კვირა სექტემბერში) და ზაფხულის (დეკემბერი-იანვარი) არდადეგებზე. კლასის დამრიგებელი ყოველ წელს იცვლება და ბავშვებსაც ასევე ყოველწლიურად ,,ურევენ“.

კანადა

  • სასწავლო წელი: სექტემბერი-ივნისი
  • სასწავლო კვირის ხანგრძლივობა: 5 დღე (პარასკევი -მოკლე დღე)
  • გამოცდები: არის, ისევე როგორც რეგულარული ტესტები და საკონტროლო წერები
  • საშინაო დავალებები: არ არის სავალდებულო
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 85 წუთი
  • განმასხვავებელი თავისებურება: აქ სასწავლო დღე 8:15-ზე იწყება, მაგრამ ეს არ არის სავალდებულო დრო ყველასთვის. 8:15-დან 8:45 საათამდე მოსწავლეებს მასწავლებელთან ინდივიდუალური საუბარი და ამა თუ იმ პრობლემის განხილვა შეუძლია. თუ ბავშვს კითხვა არ აქვს მათ გამოძინება შეუძლია.

ესპანეთი

  • სასწავლო წელი: სექტემბერი-ივნისი
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი
  • სასწავლო კვირის ხანგრძლივობა: 5დღე
  • გამოცდები: არის
  • საშინაო დავალებები: არ არის
  • განმასხვავებელი თავისებურება: აქ სკოლაში ორ ენას ასწავლიან. ინგლისურის გარდა მოსწავლეები ოფიციალურ ენას (რეგიონის მიხედვით) გადიან. უცხო ენის უკეთესად ასათვისებლად, მასზე ცალკეული საგნებიც ისწავლება.

ფინლანდია

  • სასწავლო წელი: აგვისტო-მაისი
  • გაკვეთილის ხანგრძლივობა: მასწავლებელი წყვეტს
  • სასწავლო კვირის ხანგრძლივობა: 5 დღე
  • გამოცდები: არ არის
  • საშინაო დავალებები: თითქმის არ არის
  • განმასხვავებელი თავისებურება: 2020 წლიდან ჩვეულებრივ გაკვეთილებზე უარის თქმა იგეგმება. სასწავლო დღეს სხვადასხვა საგნად აღარ დაყოფენ. მათ ნაცვლად, მასწავლებელი დღეს განსხვავებული მეცნიერების კომბინირებით დაგეგმავს. მაგალითად პედაგოგს ეკოლოგიის, ეკონიმიკისა და პოლიტიკის გაერთიანებს შეუძლია. თითოეული ასეთი დისკუსია სამ საათს გასტანს.

იტალია

  • სასწავლო წელი: ყოველწლიურად იცვლელბა ამინდისა და რეგიონის მიხედვით
  • სასწავლო კვირის ხანგრძლივობა: 5 დღე
  • გამოცდები: არის
  • საშინაო დავალებები: არ არის
  • გაკვეთილი ხანგრძლივობა: 50-55 წუთი
  • განმასხვავებელი თავისებურება: აქ ბავშვები სკოლას ორჯერ იცვლიან. დაწყებითიდან საშუალო სკოლაში გადასვლისას მოსწავლეები სხვა შენობაში გადადიან. მათი მასწავლებლებიც და თანაკლასელებიც იცვლებიან. იტალიაში

გამოსაშვები საღამოს ნაცვლად ,,პროფესორებთან ვახშამი“ ეწყობა. მოსწავლეები მას კარგ რესტორანში მართავენ, თავიანთ მასწავლებლებს პატიჟებენ და ვახშმის საფასურსაც, საკუთარი შრომით გამომუშავებული თანხით, თვითონ იხდიან.

მოამზადა თეა ინაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური