GE

თამარ გაბუნიამ ბავშვებისა და 16-დან 18 წლამდე ახალგაზრდების ვაქცინაციის მაჩვენებლები დაასახელა

16 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში, მას შემდეგ, რაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციით აცრა 12-15 წლის ასაკის მოზარდებისთვის შესაძლებელი გახდა, ამ ასაკობრივ ჯგუფში 643 ბავშვი აიცრა.

განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ გააკეთა.

გაბუნიას ინფორმაციით, 16-დან 18 წლამდე 11 ათასზე მეტი მოზარდია აცრილი.

„რაც შეეხება 12-დან 15 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციას, 643 დოზის ადმინისტრირება მოხდა აქამდე სულ. 16-დან 18 წლამდე აცრილია 11 ათასზე მეტი მოზარდი. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება“, – აღნიშნა გაბუნიამ ბრიფინგზე.

ცნობისთვის, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ბავშვების ვაქცინაცია „ფაიზერის“ ვაქცინის ორი დოზით შესაძლებელი 9 ნოემბრიდან გახდა. იმუნიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია მშობლის თანხმობა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 12 საათის განმავლობაში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 5 204 გამოვლინდა. მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე დღეს განახლებული ინფორმაციის მიხედვით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4 785 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 83 კი დაიღუპა. ბოლო 24 საათში სულ 52 834 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 37 227, PCR ტესტით – 15 607 დადებითობის მაჩვენებელი დღიური – 9,85%-ია. სულ აცრილია – 2 057 216, დღიურად აცრილია – 8 224.

ასევე იხილეთ:

სასწავლო პროცესი რომ არ ჩაიშალოს, მოზარდების აცრა სწრაფად უნდა მოხდეს – ბიძინა კულუმბეგოვი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური