თამარ სანიკიძე UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილეს შეხვდა
UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ერიკ ფალტი საქართველოს განათლებისა და მეცნეირების მინისტრს, თამარ სანიკიძესა და მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი შარვაშიძეს შეხვდა. ერიკ ფალტი საგარეო საქმეთა სამინისტროს მოწვევით, UNESCO-ს 70 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ქ. ბათუმს 13-16 სექტემბერს ეწვია.
განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა სფეროში. მათ შორის საუბარი შეეხო UNESCO-ს კათედრების საკითხს. აღინიშნა, რომ რომ ორივე მხარე მიესალმება საქართველოში წლების განმავლობაში წარმატებით მოქმედი UNESCO-ს კათედრების აღდგენას.
სამინისტროს ინფორმაციით, UNESCO ასევე იზრუნებს, რომ განათლების დაგეგმვის საერთაშორისო ინსტიტუტში (International Institute for Educational Planning (IIEP) მოხდეს განათლების მართვის ქართველი სპეციალისტების მომზადება. ერიკ ფალტი განსაკუთრებით მიესალმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივას, რომლის თანახმადაც მზადდება დოკუმენტი – განათლების მიმართულებების (სფეროების) ჩამონათვალი, რომელიც დაეფუძნება იუნესკოს „განათლების საერთაშორისო სტანდარტულ კლასიფიკაციას” (ISCED-F-2013), რაც ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის სტატისტიკური მონაცემების ჰარმონიზაციას ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გაცემული დიპლომების აღიარებას.
- განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა ახალი სქემის შექმნის სხვა ვადა დაასახელა – „კომისიამ რამდენიმე ვერსია შეიმუშავა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურში 7 000-მდე მოსწავლე მონაწილეობს – ტესტირება 64 ქალაქში იმართება by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება