GE

თამაშები, რომლებიც დღევანდელმა მოსწავლეებმა გადმოცემითღა იციან

ეზოები აღარ არის ბავშვების თამაშის ადგილიო, ხშირად ამბობენ და ამ ამბავს ტექნოლოგიური პროგრესით ხსნიან. ფიქრობენ, რომ ვირტუალური სამყარო მოზარდებისთვის სახლის ახლო-მახლო მდებარე სკვერებზე გაცილებით საინტერესოა, რის გამოც ბავშვები, ეზოში სათამაშოდ, სამეზობლოში რეალურ მეგობრებს აღარ ეძებენ.

შედეგად, დავიწყებას ეცემა ის თამაშები, რომლითაც მათი დედები და მამები, ბებიები და ბაბუები ირთობდნენ თავებს. EDU.ARIS.GE ამ თემაზე, თამარ შოშიაშვილს ესაუბრა და მისი დახმარებით, იმ თამაშების ნუსხა შედგინა, რომლებიც ერთ დროს ახალგაზრდებში გამორჩეულად პოპულარული იყო.

„სკოლა 1988 წელს დავამთავრე. სადგურზე, ვაგზალზე გავიზარდე, რომელიც კომპაქტური ჩასახლება იყო და ყოველ საღამოს მთელი უბანი, დიდ-პატარიანად, ჯგუფ-ჯგუფად სახლების წინ გროვდებოდა. ბევრი გასართობი მაშინ არ იყო, ამიტომ ათას თამაშს ვიგონებდით სამხიარულოდ. რა თქმა უნდა, მათგან რამდენიმე გამორჩეულად საყვარელი და პოპულარული იყო“, – გვითხრა თამარმა.

მასთან ერთად შედგენილი თამაშების ნუსხა ასეთია:

ვისი სული გსურს?

ხელჩაკიდებული ბავშვები ხაზს გავაკეთებდით, ორ მოპირდაპირე მხარეს ვიდექით. ერთი გუნდიდან მეორეს უძახდნენ „ვისისულიგსურს?’, მეორე გუნდი იტყოდა იმ ბავშვის სახელს, ვინც გაიქცეოდა. მისი მისია იყო, გაეწყვიტა ჯაჭვი. თუ ამას შეძლებდა, საკუთარ გუნდში დაბრუნდებოდა და თან მოწინააღმდეგე გუნდის ერთ წევრსაც გამოიყოლებდა. ხოლო თუ ჯაჭვის გაწყვეტას ვერ მოახერხებდა, თავადაც მოწინააღმდეგის ჯაჭვში დგებოდა. ის გუნდი, რომელიც ბევრ მოთამაშეს დაკარგავდა, დამარცხებული იყო.“

10-11

რეზინობანა

„ორი ადამიანი აქეთ და იქით, დაახლოებით ორმეტრნახევრის დაშორებით, დგებოდა და რეზინს შემოიჭერდა, საწყის ეტაპზე, კოჭებზე. მესამე ადამიანი კი ამ რეზინზე უნდა ამხტარიყო და სხვადასხვა კომბინაციები გაეკეთებინა. მაგალითად, ჯერ ცალი ფეხით ეხტუნა, შემდეგ გადაჯვარედინებული ფეხებით და ა.შ. თამაში ნელ-ნელა რთულდებოდა და ის ორი ადამიანი, რეზინს ნელ-ნელა ბაღლა-მაღლა იჭერდა. შესაბამისად, მესამეს უფრო მეტი ძალისხმევა სჭირდებოდა, რომ რეზინს გადახტომოდა’’.

su022

კლასობანა

„ცარცით ვხაზავდით 9 კუბიკს. თითოელ მათგანში ვწერდით ციფრებს 1-დან 9-ის ჩათვლით. ვიღებდით ქვას და ვიწყებდით თამაშს. ეს ქვა ჯერ პირველ უჯრაში უნდა ჩაგვეგდო და ყველა კუბიკი სკუპ-სკუპით მოგვევლო და ქვა აგვეღო. მოგებული იყო ის, ვინც ცხრავე უჯრაში ჩააგდებდა ქვას და ცხრავეჯერ ყველა უჯრას ისე მოივლიდა, რომ ხაზზე ფეხს არ დააბიჯებდა“.

981746_485935438142922_1521454294_o

ორდროშობანა

„ბავშვები ვიყოფოდით ორ ჯგუფად. ვირჩევდით რა იყო ჩვენი დროშა. ეს შეიძლება ყოფილიყო ხის ჯოხი, თოჯინა, ვინმეს კეპი და ა.შ. ეზოს ვყოფდით ორ ნაწილად და ტერიტორიის ჩვენს ნაწილზე ვდებდით ამ დროშას, რომელიც მოწინააღმდეგე გუნს უნდა აეღო და საკუთარ ტერიტორიაზე გადაეტანა. იმარჯვებდა ის გუნდი, ვინც პირველი მოახერხებდა ამას“.

აქტივობები-ღია-ცის-ქვეშ-12

შვიდქვაობანა

„ბავშვები ვიყოფოდით ორ ჯგუფად და ეზოსაც ორ ნაწილად ვყოფდით. შემდეგ ვაგროვებდით სხვადასხვა ზომის შვიდ ქვას და სიდიდის მიხედვით ერთმანეთზე ვალაგებდით, სათამაშო ტერიტორიის ჩვენს ნაწილზე. ამის შემდეგ იწყებოდა თამაში. მოწინააღმდეგე ცდილობდა, რომ დაწყობილი ქვები დაეშალა, ჩვენ კი ვცდილობდით, რომ ისინი თავიდან აგვეწყო.  გამარჯვებული იყო ის გუნდი, ვინც პირველი მოახერხებდა ამას.“

untitled

გარდა ამისა, ბავშვებში პოპულრული იყო ისეთი თამაშებიც, როგორებიც გონების სავარჯიშოებად შეგვიძლია ჩავთვალოთ:

გაფუჭებული ტელეფონი

„ერთი ბავშვი იყო პირობითად დედა, დანარჩენები კი, რიგის მიხედვით, ერთმანეთს ყურში ეუბნებოდნენ სხვადასხვა არსებით სახელებს. ისე, რომეს „დედას“ ვერ უნდა გაეგო. მერე”დედა’’ სათითაოდ ყველას რაიმე შეკითხვას უსვამდა და მიღებული პასუსების მიხედვით, ცდილობდა გამოეცნო, ვინ ვის რა სახელი ჩასჩურჩულა”.

ნამიოკობანა

„ამას ოთხნი ვთამაშობდით ხოლმე. ორ ჯგუფად ვიყოფოდით. ჩემს თანამეწყივილეს ჩვენი მოწინააღმდეგე ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჩასჩურჩულებდა სიტყვას, რომელიც მას შემთვის ერთი სიტყვით უნდა აეხსნა. თუ მე ვერ გამოვიცნობდი, შემდეგ ვინც ჩასჩურჩულა ის უხსნიდა თავის მეწყვილეს და ასე იქამდე, სანამ ერთ-ერთი არ გამოიცნობდა ნაჩურჩულებ სიტყვას“.

წლების შემდეგ გახსენებული სასკოლო ტრავმები

რასთან ასოცირდება სკოლა მაღალკლასელ მოსწავლეებში

მოამზადა გვანცა დოლუაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური