თბილისის 61-ე საჯარო სკოლა დროებით დაიხურება
მძიმე ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო დოლიძის ქუჩაზე მდებარე 61-ე საჯარო სკოლა დროებით დაიხურება, სარემონტო სამუშაოები კი მას შემდეგ დაიწყება, რაც სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან.
ამის შესახებ დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ისაუბრა.
“ორი ვარიანტი გვაქვს, ან მოსწავლეები და მათი პედაგოგები დროებით, ოდნავ მოშორებით მდებარე სკოლებში უნდა გადავანაწილოთ, ან 61-ე სკოლაში დავტოვოთ და იქ სწავლა სიცოცხლისთვის საშიში გავხადოთ. ამას რა თქმა უნდა ჩვენ ვერ დავუშვებთ. მშენებლობის გეგმა უკვე გაწერილი გვაქვს. როგორც კი გადანაწილების პრობლემა მოგვარდება სარემონტო სამუშაოებიც დაიწყება,”-განაცხადა თამარ სანიკიძემ და იქვე დასძინა, რომ 2016 წლის ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები და პედაგოგები ისევ თავიანთ შენობაში დაბრუნდებიან, ვინაიდან სარემონტო სამუშაოებისთვის ერთი წელი სრულიად საკმარისი იქნება.
ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სკოლებში მოსწავლეების გადანაწილება ადეკვატურად მოხდება – “მით უმეტეს დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უახლოეს ტერიტორიაზე მდებარე სკოლებში გადავიყვანთ”.
თამარ სანიკიძემ 61-ე სკოლის მოსწავლეების ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გადაყვანის შესაძლებლობაზეც ისაუბრა. მინისტრის თქმით, უნივერსიტეტისგან ფართის დათმობის შემოთავაზება მართლაც იყო, თუმცა იყო იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების ზომები არც “გეპეიში” იყო დაცული, ეს წინადადება არ განხილულა.
ეკა არის© წივწივაძე
-
„წელს კონკურენცია იმდენად მაღალია, შესაძლოა, ბევრს სწავლის შესაძლებლობა არც მიეცეს“ – აბიტურიენტების სათქმელი გამოცდების წინ
by ARIS.GE-განათლება
-
არის თუ არა პრობლემა აბიტურიენტის საგამოცდო ბარათზე დატანილი ბავშვობის ფოტო? – NAEC-ის პასუხი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
მოსწავლეთა ჯარის ბანაკს „საპატრიარქო საათის“ კომპონენტი დაემატა – „გექნებათ ჩვენს ეროვნულ, სულიერ ღირებულებებზე საუბრის საშუალება“
by ARIS.GE-განათლება