GE

თბილისის ბაღებში პრიორიტეტული ჯგუფებისთვის რეგისტრაცია 3 ივნისს იწყება – დეტალები

თბილისის საბავშვო ბაღებში 2022 – 2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი ხვალ, 3 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს 2 ივნისის ინფორმაციით, რეგისტრაცია ვებგვერდზე kids.org.ge-ზე წარიმართება და 10 ივნისამდე გაგრძელდება. ამისთვის მსურველებმა აღნიშნულ ვებგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო სპეციალური ფორმა უნდა შეავსონ.

ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ პრიორიტეტით მოსარგებლე შემდეგი აპლიკანტები:

  • ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები;
  • სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100,000-მდე ქულა);
  • დედმამიშვილები, მაშინ როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი;
  • მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები;
  • მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები, ანუ ის ოჯახები, რომლებსაც ოთხი ან მეტი შვილი ჰყავთ.
  • სამხედრო მოსამსახურეების შვილები.

რეგისტრაციის წესი განსხვავებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვისა და სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის:

სამხედრო მოსამსახურეების შვილების რეგისტრაციისთვის საჭირო იქნება, რომ მშობლებმა ელექტრონული ფოსტის მისამართზე (skolamdeliregistracia2023@gmail.com) ელექტრონული სახით გააგზავნონ ცნობა თავდაცვის სამინისტროდან, ბავშვის დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის დამადასტურებელი ცნობა, ინფორმაცია სასურველი ბაღის შესახებ და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია.

რაც შეეხება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, მათმა მშობლებმა იგივე ელექტრონული ფოსტის მისამართზე (skolamdeliregistracia2023@gmail.com) უნდა გააგზავნონ ბავშვის დაბადების მოწმობა, ჯანმრთელობის ცნობები – ფორმა 100, ფორმა 50, ბაღის ნომერი და მშობლის საკონტაქტო ინფორმაცია.

მეორე ეტაპის რეგისტრაცია დაიწყება 10 ივნისს, 10:00 საათიდან. აპლიკანტი ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ასაკობრივი კატეგორიის შესაბამისად.

ამავე თემაზე:

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის ვადები და პროცედურა ცნობილია – 2022 წელი

მოამზადა გოგა ნიჟარაძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური