GE

თბილისის საზაფხულო ბაგა-ბაღებში 9 478 აღსაზრდელი დარეგისტრირდა – ოთხი საათის მონაცემები

თბილისის საზაფხულო ბაგა-ბაღებში დღეს რეგისტრაციის დაწყებიდან ოთხ საათში 9 478 აღსაზრდელი დარეგისტრირდა.

როგორც EDU.ARIS.GE ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მონაცემები ყოველ წუთს იცვლება და რეგისტრაცია მაშინ დასტულდება, როცა ვაკანტური ადგილები ამოიწურება.

გარდა ამისა, ბაღების სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის პროცესი ამ დროისთვის უხარვეზოდ და უშეცდომოდ მიმდინარეობს.

საზაფხულო ბაღების სერვისს წელს 13 000 აღსაზრდელი დედაქალაქის 40 საბავშვო ბაღში მიიღებს.

თბილისში საზაფხულო ბაღები 2018 წლის 2 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით იმუშავებს შემდეგ ბაგა-ბაღებში:

გლდანის რაიონი – N153, N48 N205, N216, N186

დიდუბის რაიონი – N11, N92, N23, N15.

ვაკის რაიონი – N1, N27, N142, N83, ბაგა-ბაღი „ჩიორა“.

ისნის რაიონი -N202 , N29, N26, N215, N182.

კრწანისის რაიონი -N51, N206.

მთაწმინდის რაიონი – N170, N152, N162

ნაძალადევის რაიონი – N9, N79, N60, N143, N80.

საბურთალოს რაიონი – N197, N171, N112.

სამგორის რაიონი – N128, N12, N210, N45. N196, N72.

ჩუღურეთის რაიონი – N34, N5.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური