„თბილისის ყველა საჯარო ბაღის თანამშრომელთა ხელფასი 15%-ით გაიზრდება“
2024 წლის იანვრიდან 15%-ით იზრდება თბილისის ყველა საჯარო ბაღის თანამშრომლის ხელფასი.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დღეს, 10 იანვარს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყოველწლიურად საჯარო უწყებებში დასაქმებულთა ხელფასი 10%-ით იზრდება და, რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულ თანამშრომელთა ხელფასების მატებაც მოხდება.
„მინდა, ასევე ინფორმაცია მოგაწოდოთ იმასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის გადაწყევტილებით, მიმდინარე თვიდან თბილისის ყველა საჯარო ბაღის 11 188 თანამშრომელი 15 პროცენტით მომატებულ ანაზღაურებას მიიღებს. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან, შრომატევად, საპასუხისმგებლო საქმიანობას ეწევიან და ამ ადამიანების ხელფასები არის ძალიან დაბალი. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებულია, რომ 15%-ით მოხდეს მომატება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ასევე იხილეთ:
-
რას წაადგება უნივერსიტეტში სწავლის ხანგრძლივობის შემცირება? – რეფორმის ავტორების ახსნა
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება