GE

თბილისში დახურული საბავშვო ბაღების მაჩვენებელი გაიზარდა

დედაქალაქში, კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის მიზეზით დახურული საბავშვო ბაღების რიცხვი, გასულ კვირებთან შედარებით გაზრდილია.

როგორც EDU.ARIS.GE-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, 3 ნოემბრის მდგომარეობით, დახურულია 79 საბავშვო ბაღი.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, დღეს ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესების ალბათობაზე დამატებითი განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ახალი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება, თუმცა აუცილებელია საზოგადოებაში ვაქცინაციის, ასევე პირბადის გამოყენების მაჩვენებელი გაიზარდოს.

ასევე იხილეთ:

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური