GE

თბილისში საბავშვო ბაღები გახნისთანავე იხურება – ვირუსული დაავადების სტატისტიკა ბავშვებში

თბილისის საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესის დაწყებისთანავე, 16 ადგილას  კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. 21 იანვრის მონაცემებით, 16-დან 4 სააღმზრდელო დაწესებულება მთლიანად დაიხურა, 12 ბაღში კი წერტილოვანი შეზღუდვა დაწესდა, თუმცა, როგორც თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში EDU.ARIS.GE-ს უთხრეს, ბავშვების უმრავლესობა ისედაც არ დადის ბაღში.

ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება როგორც აღმზრდელებში, ისე აღსაზრდელებში. როგორც უკვე ცნობილია, კორონავირუსის ახალი შტამი, „ომიკრონი“, წინა შტამებისგან განსხვავებით, ბევრად სწრაფად ვრცელდება და ბავშვებსაც უქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს.

21 იანვარს, ციციშვილის ბავშვთა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ  „პირველ არხს“ განუცხადა, რომ კლინიკაში საწოლფონდი მთლიანად შევსებულია და რეანიმაციაში არცერთი თავისუფალი ადგილი აღარ არის. კლინიკაში სულ 165 ბავშვი მკურნალობს და ბოლო კვირაში მიმართვიანობა ოთხჯერ გაიზარდა.

ასევე იხილეთ:

„ომიკრონის“ შემოსვლის შემდეგ კლინიკებში ორჯერ მეტი ბავშვი ხვდება – ახალი შტამის სიმპტომები ბავშვებში

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა 24 000-მდე მოსწავლემ მოითხოვა – რეკორდული სტატისტიკა ერთ დღეში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური