ტემპერატურა 40–გრადუსამდე – როგორი ამინდი ელით აბიტურიენტებს გამოცდების პირველ კვირას მთელ საქართველოში
ერთიანი ეროვნული გამოცდები 2018, წელს 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით სრულდება. წელს ივლისი ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი იქნება აბიტურიენტებისა და მათი გულშემატკივრების, მასწავლებლების, მასწავლებლობის მსურველების, მომავალი მაგისტრებისა და სასწავლო გრანტის გაუმჯობესების მსურველთათვის.
სინოპტიკოსები წელს გასულ წელთან შედარებით ცხელ ზაფხულს პროგნოზირებენ. როგორც EDU.ARIS.GE-ს გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, წელს ივლისში, შარშანდელთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი და ასევე, იქნება ნაკლები ნალექი.
როგორი ამინდი გველის უშუალოდ გამოცდის დღეებში, ეს განსაკუთრებით საინტერესო იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც საათობით მოუწევთ აბიტურიენტი შვილის, მეგობრისა და ახლობლის გამოცდაზე შენობის გარეთ ლოდინი.
ჩვენ მიერ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით, პირველ–მეორე დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურისა და ზოგადი უნარების გამოცდაზე თბილისში 36-39 გრადუსი სიცხე იქნება. ზოგადი უნარების მეოთხე ნაკადიდან გამოსულები და მათი ოჯახის წევრები კი შესაძლებელია ხანმოკლე წვიმამაც გააგრილოს.
რიცხვების მიხედვით ამინდის დეტალური პროგნოზი კი ასე გამოიყურება:
1 – 3 ივლისს:
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:
- დაბლობში ღამით +19, +24°, დღისით +30, +35°;
- მთაში ღამით +16, +21°, დღისით +31, +36°;
- მაღალ მთაში ღამით +12, +17°, დღისით +25, +30°;
- ზემო აფხაზეთში ღამით +15, +20°, დღისით +30, +35°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:
- ბარში ღამით+22, +27°, დღისით +35, +40°, ზოგან შესაძლებელია +41°-მდე;
- მთაში ღამით+17, +22°, დღისით +32, +37°;
- მაღალ მთაში ღამით +12, +17°, დღისით +25, +30°.
თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +26°, დღისით +39°.
4 – 7 ივლისს:
დასავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:
- დაბლობში ღამით +19, +24°, დღისით +28, +33°;
- მთაში ღამით +16, +21°, დღისით +25, +30°;
- მაღალმთაში ღამით +12, +17°, დღისით +22, +27°;
- ზემო აფხაზეთში ღამით +15, +20°, დღისით +24, +29°.
აღმოსავლეთ საქართველოში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა:
- ბარში ღამით +20, +25°, დღისით +32, +37°;
- მთაში ღამით +15, +20°, დღისით +28, +33°;
- მაღალმთაში ღამით +10, +15°, დღისით +22, +27°.
თბილისში – დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +23°, დღისით +36°.
-
გამოქვეყნდა მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები მათემატიკაში – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ბიოლოგიაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
რეპეტიტორი: „ზოგადი უნარების გამოცდის აღდგენა უნდა მოითხოვოს ყველამ, სხვა მხრივ წყლის ნაყვაა ყველაფერი“
by განათლებული ბლოგი