GE

„თქვენი ნერვები ნამდვილად არ ღირს ამათ ჭირიან გამოცდებად!“ – მიმართვა აბიტურიენტებს

ყოფილი აბიტურიენტი ლევან აბაშიძე, 2021 წლის აბიტურიენტებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ყველაზე დროულ და დეტალურ რჩევებს აძლევს როგორც საგამოცდო პროცესის, ისე ტესტზე მუშაობის მიმართულებით.

25 ივნისს გამოქვეყნებულ წერილს EDU.ARIS.GE უცვლელად წარმოგიდგენთ:

“მოგესალმებით აბიტურიენტებო. მოკლედ, პირველ რიგში გისურვებთ ყველას წარმატებებს და ბევრ გრანტებს, ახლა კი ცოტაოდენ გამოცდილებას გაგიზიარებთ ჩემი ცხოვრებიდან, რაც აბიტურიენტობაში გავიარე.

პირველ რიგში ყველას გეტყვით, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გამოცდა, რაც კი ოდესმე მქონია. (არაფერი არ მქონია მართალია მარა მაინც ძალიან მარტივია) მართლა გეუბნებით, იმიტომ არა რომ დაგამშვიდოთ და რელობას მოწყვეტილი ილუზიები შეგიქმნათ, როგორცკი შეხვალთ მაშინვე მოგეშვებათ შინაგანად იმიტომ, რომ გარემო არის ძალიან კარგი და არც ისეთი საშიშია ყველაფერი, როგორსაც ამბობენ. მე პირადად, რომ გითხრათ, დიდად თავი მოვიკალი მეთქი მეცადინეობით, მოგატყუებთ, მაგრამ 50%-იან გრანტსაც გამოვკარი ხელი, ნუ ეს ინდივიდუალურია რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი მთავარი სათქმელი იმაში მდგომარეობს, რომ არაფერზე არ ინერვიულოთ იმიტომ, რო, თქვენი ნერვები ნამდვილად არ ღირს ამათ ჭირიან გამოცდებად, თან რომ ნახავთ რა მარტივია ყველაფერი, უბრალოდ გაგეცინებათ რაზე ნერვიულობდით.

ქართულში გირჩევთ ასეთ რაღაცას, რომ მარტივად მოასწროთ დაწერა: რედაქტირებაში თქვენ მიჩვეულები ხართ პირდაპირ წიგნში შეცდომების პოვნას და რეალურად, იქ რედაქტირება ხომ უნდა გადაწეროთ საგამოცდო ფურცელზე; ამიტომ გირჩევთ ასეთ რამეს – რედაქტირების წერის დრო როცა მოვა, აიღეთ შავი ფურცელი და ნომრებად ჩამოწერეთ შეცდომები. ამით შეცდომის დაშვების საფრთხეც მცირდება და შედარებით მარტივია ყველაფერი. ესეს რაც შეეხება, არ ინერვიულოთ არც ამაზე, იმიტომ, რომ გთხოვენ საკუთარი აზრის დაწერას ხალხო, ესეზე არ შეიძლება იმის თქმა -ნეტა რომ არ მოეწონოთ ხომ არ გამინულებენო…

გ ა მ ო რ ი ც ხ ე თ !!

თუ ძალიან არ აცდით თემას არავინ არაფერს გაგინულებთ.

დანარჩენი საგნები კი არის ძალიან მარტივი, უბრალოდ არ იჩქაროთ არ ასწრაფდეთ და ყველაფერი კარგად იქნება.. ბარიერები იმდენად დაბალია, რომ “ცვეტში” უნდა ეცადოთ ჩაჭრა!

ხო, ახლა კიდევ ერთი საკითხი, მოეშვით თქვენს გვერდზე მყოფი ბავშვების წერის სისწრაფეზე ყურებას, თქვენ შეიძლება ჯერ რედაქტირებას წერდეთ როცა სხვა ბავშვი უკვე ესეს ამთავრებდეს, ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რადგან შეიძლება ფსიქოლოგიურად იმოქმედოს თქვენზე. ყველა ინდივიდუალურია და იქაური დრო გათვლილია ყველა ტიპის ბავშვზე, ამიტომ ყველა ყველაფერს იდეალურად მოასწრებთ.

წარმატებებს გისურვებთ და ყველანაირი ტყუილის გარეშე გეუბნებით, გამოცდები არის უმარტივესი, ამიტომ რაც შეილება კარგად დაისვენეთ და პროდუქტიული, რომ იყოს დღეში რამდენიმე საათი იმეცადინეთ.

წარმატებებს გისურვებთ ყველანი მაგრები ხართ დაიმახსოვრეთ და თქვენზე მაგარი არავინ არ არის..

ეროვნული გამოცდები არა ჭირი კიდევ!! გრანტები ბევრი ბევრიი თქვეეენნ!!”.

„როგორც კი შეხვალთ საგამოცდო აუდიტორიაში!…“ – მრავალგზის სტუდენტის მიმართვა და რჩევები აბიტურიენტებს

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური