GE

ტრენინგებსა და სემინარებზე სრულად ვაქცინირებული პირები კოვიდ ტესტის გარეშე დაიშვებიან

სრულად ვაქცინირებულ პირებს სასწავლო შეხვედრებზე დასასწრებად ბარიერები აღარ ექნებათ. „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება ოფიციალურად აისახა.

პირები, რომლებსაც კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაცია ჩატარებული აქვთ და გასულია 14 დღეზე მეტი, ნებისმიერი სახის ტრენინგზე თუ სემინარზე PCR ტესტის გარეშე დაიშვებიან

შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 23 ივლისს მიიღო. „ნებისმიერი ტიპის ტრენინგზე, კონფერენციასა და სემინარზე მონაწილეთა დასწრება დასაშვებია PCR ტესტის ან/და სწრაფი ანტიგენის ტესტის გარეშე სრული ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

შეგახსენებთ, გასულ კვირას მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ნებისმიერ სასწავლო შეკრებაზე პირის დასწრება დაშვებული იყო მხოლოდ PCR ან სწრაფი ტესტის პასუხს წარდგენის შემთხვევაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური