GE

თუ არ „მჯდარხარ“ რექტორიც არ ყოფილხარ – რუსული უნივერსიტეტების 97 რექტორი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდა

2012 წლიდან რუსული უნივერსიტეტების 97 რექტორი სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი გახდა.

როგორც რუსული გამოცემა „MEDUZA” წერს, სამართლებრივი დევნის ობიექტი რექტორების რაოდენობა, გამოცემა T-Invariant-მა (შექმნილია მეცნიერებისა და სამეცნიერო მიმართულების ჟურნალისტების მიერ  რუსეთის დატოვების შემდეგ) დაითვალა.

სტატიის თანახმად, ყველაზე ბევრი საქმე უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებზე 2021 წელს აღიძრა —  17.

მიმდინარე, 2025 წლის დასაწყისიდან კი რექტორების წინააღმდეგ უკვე 12 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, აქედან 10-ზე განაჩენიც გამოტანილია.

სტატიის მიხედვით, რექტორებს ყველაზე ხშირად ეკონომიკურ დანაშაულებში სდებენ ბრალს: ბიუჯეტის სახსრების გაფლანგვა, ქრთამის აღება და სხვა. კონკრეტული მუხლები კვლევაში დასახელებული არ არის.

განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის –
ბრალდებულთა სია უნივერსიტეტების მიხედვით (რუსულ ენაზე)

97 საქმიდან 23-ზე პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. 20 საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ისე, რომ თავისუფლების აღკვეთას ადგილი არ ჰქონია, კიდევ 12 ადამიანი კი საპატიმროში გაუშვეს.

29 შემთხვევაში ბრალდებულები გაამართლეს ან საქმე შეწყდა, კიდევ 13 საქმის შედეგი კი უცნობია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური