„თუ კომპლექსურ დავალებას მოსწავლეებს სახლში არ გავატანთ, პრობლემა არ იქნება“ – სკოლის დირექტორი მასწავლებლების მიერ დაშვებულ შეცდომაზე
„თუკი მასწავლებელი არ შეუშინდება შეცდომებს, გაბედულად გადადგამს ნაბიჯებს, მოსწავლეებიც უფრო გაბედულები გახდებიან და უფრო მეტად მოახდენენ საკუთარი თავის რეალიზაციას“, – ამის შესახებ ფარცხანაყანების მე-2 საჯარო სკოლის დირექტორმა, ვარდენ ნიკაბაძემ კომპლექსურ დავალებაზე საუბრისას, ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის მიერ 18 თებერვალს გამოქვეყნებულ ვიდეო დიალოგში ისაუბრა.
ნიკაბაძე ამბობს, რომ მასწავლებლები შეცდომას უშვებენ, როდესაც კომპლექსურ დავალებას ბავშვებს სახლში შესასრულებლად ავალებენ. ეს ამბავი კი მშობლების უკმაყოფილებას იწვევს.
„მშობლები იმ პერსპექტივიდან უყურებენ სკოლას, როგორც თავად სწავლობდნენ, იმ მეთოდებს იცნობენ, რაც მათი სწავლის პერიოდში გამოიყენებოდა. შესაბამისად, სკოლისგან, ხშირ შემთხვევაში არასწორი მოლოდინები უყალიბდებათ. მნიშვნელოვანია, მშობლებთან კომუნიკაცია და იმის კარგად ახსნა, თუ რა ხდება, რა შეიცვალა, როგორია ახალი პარადიგმა და, შესაბამისად, ასეთი მშობლები სწორ დასკვნასაც გააკეთებენ… თუ კომპლექსურ დავალებებს სწორად დავგეგმავთ, თუ სახლში არ გავატანთ მოსწავლეებს, ეს არ იქნება კლასიკური საშინაო დავალება და პრობლემაც არ იქნება, მაგრამ… მასწავლებლებსაც მოსდით შეცდომები. ყოფილა შემთხვევები, როდესაც საშინაო დავალებად მიუციათ კომპლექსური დავალება.. ეს არის დიდი დავალება, დიდი საქმე და როდესაც მშობლები ხედავენ, თავისთავად ცხადია, პროტესტი უჩნდებათ“, – ამბობს სკოლის დირექტორი
ასევე იხილეთ:
„არ დააზეპირებინოთ ბავშვებს გამრავლების ტაბულა!“ – სწავლების მეთოდი წამყვანი მასწავლებლისგან
-
„35 წელია პედაგოგი ვარ და ვიცი, რომ გამოცდებით ვერც სკოლას და ვერც მომავალ თაობას ვერ ეშველება“ – შეფასებები ტესტირების შემდეგ
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები უცხოურ ენებში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ყველაფერი მიჩვევითაა, მიგვაჩვიეს ამ გამოცდებს და ჩვენც ცხვრებივით დავემორჩილეთ“ – შეფასება მასწავლებლის გამოცდიდან
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე