„თუ ყველაფერ ამას ვერ ვითვალისწინებ, მენტორი კი არა მამა ღმერთიც რომ ვიყო, მაინც უნდა წავიდე სკოლიდან!“
მანანა ჯინჭარაძე, მასწავლებელი, ტრენერი
ისე, ჩემთვის:
როდესაც მე ვასწავლი ემპათიას, თავად უნდა ვიყო ემპათიური, სულ მინიმუმ;
თუ ღმერთი გამიწყრა და არ ვარ, მაშინ აუცილებლად უნდა ვიცოდე კანონით როგორ მეკრძალება სიძულვილის ენით საუბარი მოსწავლეებთან, კოლეგებთან და მშობლებთან;
თუ ესეც არ ვიცი და წასული ვარ ხელიდან, მაშინ ვინმე აზრზე მოსულმა (დირექტორი, მოადგილე, კოლეგა, მშობელი) აუცილებლად უნდა გამაფრთხილოს კანონის დარღვევის მოსალოდნელი ვარიანტების შესახებ;
და თუ ყველაფერ ამას ვერ ვითვალისწინებ და ასტრალში ვრჩები, მენტორი კი არა მამა ღმერთიც რომ ვიყო, მაინც უნდა წავიდე სკოლიდან.
სიძულვილის ენა არის სიძულვილის ენა. მნიშვნელობა არ აქვს მსუქანს ვესაუბრები ასე, შანელის ანგელოზივით მოდელს, სექსუალურ უმცირესობას თუ დაუდგრომელ ლოველასს…
არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი არ არის გადამდები დაავადება და თუ დაპირისპირება გინდა ნებისმიერი სააზროვნო რინგი არის შესანიშნავი არენა შენი არგუმენტებისათვის ნებისმიერ თემასა და საკითხზე…
პროპაგანდა თუ არ მოგწონს შენი არგუმენტი დაუპირისპირე და არა მუშტი. მუშტი ძალადობაა, – ფიზიკური და დასჯადია კანონით.
საკლასო სივრცეში ზოგს ფატმან-ხათუნი მოსწონს და ზოგს თინათინი, მაგრამ კი არ ურტყამენ ერთმანეთს. სხვათაშორის, არც ფატმანის ისტორიების წაკითხვა და სასიყვარულო თავგადასავლები აშინებთ, აქაოდა გადაგვედებაო, ან მიდრეკილება გაგვიჩნდებაო… რა ვიცი, ჯერ არცერთ მშობელს მოუმართავს და არც ბავშვს გაუპროტესტებია ამას რას გვასწავლითო….
„ომს იგებენ დედები და მასწავლებლები!“ – მასწავლებლის შეგონება
- „ან უნდა გიყვარდეს, ან უნდა გეშინოდეს?!“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- რა ხდება, როცა ბავშვები განათლების გარეშე რჩებიან? – „უპასუხისმგებლო მასწავლებელი არა მარტო ბავშვის სასწავლო პროცესს აფერხებს“ by განათლებული ბლოგი
- სახელთა კუმშვასა და კვეცასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები და სავარჯიშოები მეცადინეობისათვის by გრამატიკული ცნობარი