GE

უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისათვის გამოცდის ჩატარების თარიღი ცნობილია – გამოცდები 2023

განათლებისა და შეფასების ეროვნული ცენტრი 2022 წლის 30 აგვისტოს უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისათვის ინფორმაციას ავრცელებს :

უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი იმ სტუდენტებისათვის, რომლებმაც რეგისტრაცია 15 აგვისტოს ჩათვლით გაიარეს, ტესტირება 1 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება.

სტუდენტები საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ქ. თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9) რეგისტრაციის გასავლელად 11:00 საათზე უნდა გამოცხადნენ. გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.

მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი, სურვილის შემთხვევაში კი, წყალი პლასტმასის ბოთლით და პირბადე. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm