GE

უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციების საყურადღებოდ – საგანმანათლებლო როუმინგი!

ჩაერთეთ eduroam-ში (educational roaming) და ისარგებლეთ უფასო საგანმანათლებლო ინტერნეტით მსოფლიოს 90-მდე ქვეყნის უნივესიტეტში, კვლევით ცენტრებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, სკოლებში და საგანმანათლებლო ცენტრებში.

eduroam სერვისი განსაკუთრებით მოსახერხებელია გაცვლითი პროგრამების, კონფერენციების და სემინარების მონაწილეებისთვის, რადგანაც ინტერნეტ კავშირისთვის თქვენ არ გჭირდებათ მასპინძელი ორგანიზაციის ადმინისტრაციისა და IT თანამშრომლებისაგან ნებართვის მიღება.

საქართველოში ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფს eduroam სერვისს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის. დღეის მდგომარეობით, eduroam-ი საქართველოში ხელმისაწვდომია შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და ასოციაცია „გრენა”.

საგანმანათლებლო ან სამეცნიერო ორგანიზაციების სტუდენტებს და თანამშრომლებს აქვთ მომხმარებლის სახელი და პაროლი, რომლის გამოყენებით მათ საშუალება აქვთ ისარგებლონ ინტერნეტ კავშირით მსოფლიოს მასშტაბით eduroam-ში ჩართულ ნებისმიერ ორგანიზაციაში.
eduroam-ის ცნობადობის ზრდასთან ერთად, იზრდება მისი გავრცელების არეალი.

 

საზღვარგარეთ eduroam-ი ასევე შესაძლებელია ხელმისაწვდომი იყოს საჯარო სივრცეებში, როგორიცაა საგანმანათლებლო დაწესებულების მიმდებარე პარკები, აეროპორტები, რკინიგზის სადგურები და სხვა.

იმისათვის რომ ორგანიზაცია ჩაერთოს eduroam-ში მისმა ადმინისტრაციამ უნდა მიმართოს ასოციაცია „გრენა“-ს, გააჩნდეს Wi-Fi მოწყობილობები და „გრენა“-ს დახმარებით უზრუნველყოს მომხმარებლების RADIUS სერვერის გამართვა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

საქართველოს სამეცნიერო–საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა”
მისამართი: თბილისი, თ. ჭოველიძის ქუჩა 10
ელ-ფოსტა: [email protected]
ვებგვერდი: https://eduroam.ge/
ტელეფონი: 225 05 90

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm