GE

უნივერსიტეტის მასწავლებელთა ჯილდოს მოსაპოვებლად საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა – დეტალები

საქართველოში არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ლექტორ-მასწავლებლებს საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცათ.

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული #PROFFORMANCE პროექტის კონსორციუმი აცხადებს საერთაშორისო კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელთა ჯილდოს (International Higher Education Teacher Award 2021/2022) მოსაპოვებლად.

როგორც განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის მიერ, 3 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩართულ სასწავლო პერსონალს შემდეგი ქვეყნებიდან: ავსტრია, უნგრეთი, საქართველო, სერბეთი, ჩეხეთი და ხორვატია.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ განაცხადი უნდა შეავსონ ამ მისამართზე.

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 15 დეკემბერი.

ორგანიზატორების განმარტებით, კონკურსის მიზანია უმაღლეს განათლებაში სწავლების საუკეთესო პრაქტიკების აღმოჩენა და მათი აღიარება, ასევე სწავლების საუკეთესო მაგალითების გავრცელების ხელშეწყობა და უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის დონეზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის წახალისება.

ასევე იხილეთ:

რობოტები განათლებაში – ველოდოთ თუ არა საგანმანათლებლო რევოლუციას?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური