განახლდა მასწავლებლის მომზადების და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების დარგობრივი მახასიათებელები
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დღეს, 3 ივნისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, განახლდა მასწავლებლის მომზადების და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელები.
იხილეთ დოკუმენტები:
მასწავლებლის მომზადების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი
სწავლის შედეგებში, ცოდნა და გაცნობიერების ნაწილში პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირების პირველი სწავლის შედეგი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: აღწერს როგორ შექმნას ფიზიკურად, სოციალურ-ემოციურად და კოგნიტურად უსაფრთხო, ინკლუზიური, სწავლისა და მოსწავლეებისადმი კეთილგანწყობილი, მამოტივირებელი სასწავლო გარემო ბავშვის უფლებათა ზოგადი არსისა და სტანდარტების დაცვით.
სწავლის შედეგებში, უნარების ნაწილში პოზიტიური სასწავლო გარემოს ფორმირების პირველი სწავლის შედეგი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ბავშვის უფლებათა პრინციპებზე დაფუძნებით ქმნის უსაფრთხო, თავისუფალ, კომფორტულ სასწავლო გარემოს თითოეული მოსწავლის პიროვნული, სოციალურემოციური და კოგნიტური განვითარებისთვის მათი ინდივიდუალური, სპეციალური საჭიროებების, გენდერული, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული მრავალფეროვნების გათვალისწინებით.
- დამტკიცდა უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის შესწავლის მსურველთათვის by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- რამდენმა საჯარო სკოლამ გაიარა ავტორიზაცია ორი წლის განმავლობაში და რა სამუშაოები შეასრულა განათლების ხარისხის ცენტრმა 2024 წელს – დეტალები by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- რომელი უნივერსიტეტების პროგრამებზე იმსჯელებს 30 დეკემბერს აკრედიტაციის საბჭო by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი