უნივერსიტეტში ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულ პირთა წრე ისევ ფართოვდება – ცვლილება კანონში
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის შედეგად გაფართოვდება იმ პირთა წრე, რომლებიც უმაღლესში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.
კანონპროექტს, რომლის ავტორიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროა საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავს.
რა ჩაიწერება კანონში:
– აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში სწავლა დასაშვებია: სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრებისთვის, რომლებიც გახდებიან ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების, საჭადრაკო ოლიმპიადების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალოსნები; ხოლო სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში – ეროვნული ნაკრები გუნდის იმ წევრებისათვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ თამაშებში, პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატების (მათ შორის პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირებში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში (ოლიმპიური თამაშები, პარალიმპიური თამაშები ან მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატების ფინალური ტურნირები) მონაწილეობის უფლებას. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი ვრცელდება სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომლის შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაცია აღიარებულია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ“.
– ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს იმ სპორტსმენებზე, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ კანონის პირველი მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირობით იქნენ ჩარიცხული 2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლებში „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დამტკიცებული „მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის“ შესაბამისად“.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია:
„სპორტსმენთა ხელშეწყობის მიზნით, მიზანშეწონილია, გაფართოვდეს იმ პირთა წრე, რომელთაც ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში უპირობოდ ჩარიცხვის უფლება გააჩნიათ და არსებულ ჩამონათვალს დაემატნონ სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების წევრები.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 31 პუნქტი ყალიბდება ახლებური რედაქციით, რაც კიდევ უფრო მეტ პროფესიონალ სპორტსმენს მისცემს შესაძლებლობას, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, უპირობოდ ჩაირიცხონ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან“
by ARIS.GE-განათლება
-
სასწავლო გრანტების დღეს არსებული მაქსიმალური, საშუალო და მინიმალური ოდენობები შენარჩუნდება 2027-2028 სასწავლო წლის ჩათვლით
by ARIS.GE-განათლება
-
„ვერ მოესწრება“ – დიდი ალბათობით, 2026 წლის აბიტურიენტებს უმაღლესი განათლების რეფორმით დაგეგმილი ჩარიცხვის ახალი წესი არ შეეხებათ
by ARIS.GE-განათლება