ვაჟა-ფშაველა და გურამ რჩეულიშვილი – ქართულში პირველი სესიის საკითხები ცნობილია
საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტები გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.
პირველი გამომსვლელები EDU.ARIS.GE-სთან წერითი დავალების საკითხებს ასახელებენ. ათამდე გამოკითხული აბიტურიენტის ინფორმაციით: პროგრამული ნაწილიდან წერით დავალებად მოვიდა ვაჟა-ფშაველას “ჩემი ვედრება”, ხოლო არაპროგრამულიდან გურამ რჩეულიშვილის “ასვლა”.
“ამის მიხედვით უნდა დაგვეწერა შემდეგი თემა – “პიროვნული თავისუფლებისკენ მიმავალი გზა რთული და წინააღმდეგობებით სავსეა” და გვემსჯელა”, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ერთ-ერთმა აბიტურიენტმა.
თბილისის 39-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ანა არჩეულ თემას და თეზის ასე იხსენებს:
“დავწერე გურამ რჩეულიშვილის “ასვლა”, საინტერესო და მარტივად გასააზრებელი ტექსტი იყო, თეზისი იყო: “სიყვარული საქმისადმი ყველანაირ დაბრკოლებას გადალახავს”. ვფიქრობ, ადვილი ვარიანტი შემხვდა, კმაყოფილი ვარ, რედაქტირებაშიც სტანდარტული შეცდომები იყო”.
თორნიკე თეთრაშვილის თქმით, მას პარალელის გავლება გაუჭირდა.
“გამოცდაზე ძალიან ვნერვიულობდი, ახლაც ვნერვიულობ. წერითი დავალების დროს, ძალიან გამიჭირდა პარალელის მოფიქრება. თანამედროვეობის ნაწილი კარგად გავაკეთე, მაგრამ პარალელი ვერ გავავლე. ერთი იყო ლექსი და რომ შევხედე, რომ ლექსი იყო, გადავწყვიტე თხულების მიხედვით დამეწერა, რომელიც რჩეულიშვილს ეკუთვნოდა”.
177-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული ნინო ოქრომელიძე გამოცდით კმაყოფილია.
“ვფიქრობ, რომ კარგად დავწერე. საერთო ჯამში, ყველაფერი კარგად წარიმართა, მშვიდი გარემო იყო. დამკვირვებლებიც ძალიან ხელს გვიწყობდნენ კარგი განწყობის შენარჩუნებაში. ჩემთვის პირადად, არცერთი დავალება რთული არ ყოფილა. თემას რაც შეეხება, ვაჟა-ფშაველას ლექსი ავირჩიე”.
აბიტურიენტების თქმით, რედაქტირების დავალებაში ტექსტი ფეხბურთზე იყო, კონკრეტულად კი ფეხბურთის ფედერაციაზე.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადეს მარიამ ბარამიძემ და მარიამ იმერლიშვილმა
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება