GE

ვაკის მედიათეკაში ილიაუნის ლინგვისტური კვლევების ინსტიტუტის მკვლევარმა საჯარო ლექცია წაიკითხა

ვაკის მედიათეკაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტური კვლევების ინსტიტუტის მკვლევარმა თამარ კალხიტაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ეპიგრაფიკის კვლევა ციფრული რევოლუციის ხანაში”.

ეპიგრაფიკული ძეგლები დღევანდელი მსოფლიოს და მისი ისტორიული წარსულის გასააზრებლად ფუნდამენტური წყაროა. ის, რაც ვიცით ისტორიის, ლიტერატურის თუ ენის შესახებ, წერილობითი წყაროებიდან ვიცით.

ეპიგრაფიკის კვლევის საგანი „ზედწერილი“ ძეგლებია, რომლებიც ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა კულტურული, რელიგიური თუ გავლენის სფეროების მარკირებისთვის.

ეპიგრაფიკული კვლევის მნიშვნელოვან ასპექტს სწორედ დამწერლობის, როგორც ტექნოლოგიის, გამოყენების გააზრება წარმოადგენს, მით უფრო, რომ ეს ტექნოლოგია დღევანდელობის, ციფრული რევოლუციის მთავარი „მოქმედი გმირია“.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური