„ვეუბნები, არ იჩქარო ბებო, ჩადი ბოლოში და მერე თავიდან დაიწყე“ – გულშემატკივარი ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ქუთაისშიც მიმდინარეობს, სადაც 3 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ქალაქის მასშტაბით ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბიტურიენტები 1-ელ, ფიზიკა-მათემატიკის 41-ე და მე-17 საჯარო სკოლების შენობებში განთავსებულ საგამოცდო ცენტრებში აბარებენ.
EDU.ARIS.GE-ს შვილიშვილის საგულშემატკივროდ მისულმა ბებიამ თავისი მოლოდინები და განწყობები გაუზიარა:
EDU.ARIS.GE– ს ქუთაისის პირველ სკოლაში განთავსებული საგამოცდო ცენტრის ხელძღვანელმა, ზეკო ხაჩიძემ განუცხადა, რომ მის ცენტრში პირველ სესიაზე 14 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. რეგისტრირებული კი 338 აბიტურიენტი იყო და დაგვიანების შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა.
“ბედნიერი ვარ, ჩემი შვილიშვილი დღეს თუ ხვალ სტუდენტი გახდება. მჯერა მისი, იმედებს გაგვიმართლებს. ვუთხარი, არ იჩქაროს, დაუკვირდეს. ვეუბნები, არ იჩქარო ბებო, ჩადი ბოლოში და მერე თავიდან დაიწყე”, – ამბობს მზია კიკალიშვილი.
ქუთაისელი გულშემატკივრები დარდობენ, რომ წელს ყველაზე მეტი აბიტურიენტი აბარებს და ერჩივნათ მათ შვილებს ამდენ ბავშვთან ერთად არ ჩაებარებინათ.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ
-
რა გზა გაიარა „დედა ენამ“ დღევანდელობამდე და როგორ უნდა გადავარჩინოთ ის – კიდევ ერთხელ „დედაენაზე“
by განათლებული ბლოგი
-
2026 წლის გამოცდებზე ჩაჭრილი და ზღვარგადალახული აბიტურიენტების გამოსავალი მეორად ჩარიცხვებში, რათა ისევ გარეთ არ დარჩეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
საქართველოში საშუალო ხელფასი 2 389 ლარს აღწევს, განათლების სფეროში კი 1 468 ლარია – უახლესი მონაცემები
by ARIS.GE-განათლება