GE

ვინ წყვეტს სკოლებში გათბობის ჩართვის საკითხს – სამინისტროს განმარტება

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, დღის წესრიგში საჯარო სკოლებში გათბობის ჩართვის საკითხი დგება. მოსწავლეთა მშობლების ინტერესის გათვალისწინებით, EDU.ARIS.GE იმის გარკვევას შეეცადა, აძლევს თუ არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებს კონკრეტულ რეკომენდაციას, თუ რომელ თვეში, ან ჰაერის რა ტემპერატურის შემთხვევაში უნდა ჩართონ გათბობა.

როგორც 11 ნოემბერს, EDU.ARIS.GE-ს მიხეილ ჩხენკელის უწყებაში განუცხადეს, სკოლა გათბობის ჩართვის გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად იღებს.

„სკოლას განათლების სამინისტროს ბრძანება ან რეკომენდაცია არ სჭირდება იმისთვის, რომ გათბობა ჩართოს. გადაწყვეტილებას, საჭიროებებიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იღებენ“, – განმარტავენ სამინისტროში, თუმცა არ ფლობენ დაზუსტებულ ინფორმაციას, ბოლო პერიოდში ჰაერის ტემპერატურის კლების ფონზე, რამდენ სკოლაშია გათბობა ჩართული.

აქვთ თუ არა ქვეყნის მასშტაბით არსებული 2085 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებს გათბობის საშუალება და რამდენად შესრულებადია გათბობის ფონზე კლასის განიავება პანდემიური პროტოკოლის დაცვით, EDU.ARIS.GE ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას უკვე ცდილობს. იქამდე კი, ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, თუკი თქვენს სკოლაში გათბობასთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ, გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს ფეისბუკ გვერდზე.

ასევე იხილეთ:

რობოტები განათლებაში – ველოდოთ თუ არა საგანმანათლებლო რევოლუციას?

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური