„ვიქტორი და მე“ – SANGU-ში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება
24 მარტს, 13:00 საათზე, წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, დოკუმენტური ფილმის – „ვიქტორი და მე“ ჩვენება გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 13 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიება ცნობილი ავსტრიელი ფსიქიატრის, ნევროლოგისა და ფსიქოთერაპევტის, ვიქტორ ფრანკლის დაბადების თვეს და ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის დაარსების 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
ფილმის რეჟისორია ალექსანდრ ვესელი, ვიქტორ ფრანკლის შვილიშვილი. დოკუმენტური ფილმი ქართულად გახმოვანებულია ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით.
კინოჩვენება კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაცია (CALEA) და ავსტრიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.
კინოჩვენებამდე გაიმართება მოკლე შესავალი ვიქტორ ფრანკლის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ.
ფილმის ხანგრძლივობაა 1 საათი და 20 წუთი. ღონისძიება ღიაა ყველა მსურველისთვის.
-
SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს პროფესორები სამუშაო ვიზიტით რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს ეწვივნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი