GE

VIRTUAL CAREER DAY 2021 – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

30 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით „ვირტუალური კარიერის დღე / Virtual Career Day 2021” გაიმართა.

დისტანციური შეხვედრის ფარგლებში სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და ამავე უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა, გიორგი ხატიძემ გახსნეს.

„კარიერის დღეზე“ დამსაქმებლებმა წარადგინეს მათი კომპანიები, ისაუბრეს არსებულ პოზიციებზე და სამსახურის მაძიებელ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნეს ის მოთხოვნები, რაც ვაკანტური ადგილების დასაკავებლად არის საჭირო.

სტუდენტები გაეცნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს გენერალური პროკურატურის, ნოტარიუსთა პალატის მიმდინარე და დაგეგმილ ვაკანსიებს, ასევე, მოუსმინეს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“, „პაშა ბანკი საქართველოს“, აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების კომპანია „BDO/ბიდიო“-ს, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „სვის კაპიტალ“-ის, ასევე, ფარმაცევტული კომპანია „გეფა“-ს წარმომადგენლებს და სხვ.

„კარიერის დღის“ მიზანი იყო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის კარიერულ განვითარებასა და დასაქმებაში ხელშეწყობა.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური