ვის დაუფინანსდება უმაღლესში სწავლა ახალი ჩანაწერით – ცვლილება თავდაცვის კოდექსში შევიდა
საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც კონკრეტული პირებისთვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაფინანსებას ითვალისწინებს.
კერძოდ, პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით, ცვლილება განხორციელდა თავდაცვის კოდექსში და მას დაემატა ახალი ჩანაწერი:
“2025 წელს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 11 თვის ვადით გაწვეულ და ჩარიცხულ პირს, რომელიც ამ სამსახურს სრულად დაასრულებს, სამინისტროს ასიგნებებიდან შეიძლება დაუფინანსდეს საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ ერთ − ბაკალავრიატის, მაგისტრატურის/რეზიდენტურის, დოქტორანტურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მის მიერ გადასახდელი სწავლის საფასური არაუმეტეს 2 250 ლარის ოდენობით (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე), რომელიც სემესტრების მიხედვით გადანაწილდება (წელიწადში ორჯერ გადაიხდება)“, – წერია მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილ საქართველოს კანონში.
ასევე იხილეთ:
ამ შემთხვევაში წვევამდელი 1000 ლარით დაჯარიმდება – ცვლილება „თავდაცვის კოდექსში“ შედის
-
„თუ ასეთი აბიტურიენტები მაინც ხდებიან სტუდენტები, უნივერსიტეტში სწავლას ვეღარ ახერხებენ“ – სპეციალისტი
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
გამოქვეყნდა 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტი ქიმიაში
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
„ვიცით, რა უნდა ვასწავლოთ, მაგრამ ახალ წიგნებში რა იქნება, ეგ არ ვიცით – მასწავლებელი გამოწვევის წინაშეა“
by ARIS.GE-განათლება
