GE

წარჩინებული მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების დარიგება დაიწყო

2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების დარიგება უკვე დაიწყო. როგორც განათლების სამინისტროში გვითხრეს, მედლების დარიგება გუშინ, თბილისის მასშტაბით განხორციელდა და მოსწავლეები კუთვნილ მედლებს ეტაპობრივად მიიღებენ.

“ოქროსა და ვერცხლის მედლების დარიგება გუშინ თბილისში დაიწყო. რეგიონებს რაც შეეხება, იქაც ეტაპობრივად განხორციელდება დარიგება. ზუსტი დროის გასაგებად კი, როდის შეუძლია მოსწავლეს მედლის მიღება, უნდა დაუკავშირდნენ რაიონის რესურსცენტრს”, – აღნიშნეს განათლების სამინისტროში.

რა დრო დასჭირდება 2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეებისთვის ოქროსა და ვერცხლის მედლების სრულად დარიგებას ცნობილი არ არის. თუმცა, როგორც განათლების სამინისტროში გვითხრეს, იმ შემთხვევაში თუ მოსწავლეს, რომელსაც ეკუთვნის მედალი, არ დაუკავშირდნენ, მშობელს შეუძლია მიმართოს რესურსცენტრს.

რაც შეეხება 2017-2018 წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, ჯერ კიდევ უცნობია ზუსტი დრო, როდის დაურიგდებათ მათ კუთვნილი მედლები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური