ხანძრის შედეგად დაზიანებული სკოლის მოსწავლეები და პერსონალი სასწავლო პროცესს სურამის N2 საჯარო სკოლაში აგრძელებენ
ხანძრის შედეგად დაზიანებული ქრისტეფორე მესამის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები და პერსონალი 31 მარტიდან სასწავლო პროცესს სურამის N2 საჯარო სკოლაში გააგრძელებენ.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს, სამინისტრომ მოსწავლეებისთვის დაუყოვნებლივ უზრუნველყო ალტერნატიული სასწავლო სივრცე, ტრანსპორტირების სერვისი და ყველა საჭირო რესურსი.
“სურამის N4 საჯარო სკოლის შენობაში გაჩენილ ხანძარს არ დაუზიანებია სკოლის შენობის ძირითადი ნაწილი. აღსანიშნავია, რომ ხანძრის მიუხედავად, სკოლაში არსებული ყველა დოკუმენტი, ინვენტარი და ტექნიკა სრულადაა შენარჩუნებული და ამ მხრივ სკოლას ზიანი არ მიუღია. ხანძრის ფაქტზე დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება”, – წერია სამინისტროს განცხადებაში.
ამავე თემაზე:
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმებზე: კომპანიამ, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი წარმოადგინა, მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო – ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია
by პროფესიული განათლების ამბები