ხარაგაულში მასწავლებლებს COVID-19-ზე ტესტირებას სკოლის ექიმები ჩაუტარებენ
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხუთი სკოლის პერსონალს ახალ კორონავირუსზე ტესტირებას ამავე სკოლის ექიმები ჩაუტარებენ. ამის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, შმაგი ხიჯაკაძემ განუცხადა.
ხიჯაკაძის თქმით, მასწავლებლების ტესტირების შესაძლებლობა ხევის, ბორითის, ხარაგაულის გიმნაზიის, ხარაგაულის #2 და #3 საჯარო სკოლებში იქნება.
„ამ სკოლებში ექიმები დავატრენინგეთ. სხვა სკოლებში არ არის არც ექიმი, არც ექთანი და აქედან გამომდინარე, არ არის ტესტირების ადგილზე გაკეთების საშუალება. სკოლის ექიმებს გასატესტ მასალებს ჩვენ მივაწვდით, მონიტორინგსაც გავუწევთ და ანგარიშვალდებულნიც ჩვენთან იქნებიან. რაც შეეხება ხალათებსა და ერთჯერად ხელთათმანებს, მათ რესურსცენტრი შეუძენს“, – უთხრა EDU.ARIS.GE-ს ხიჯაკაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ახალი ბრძანების თანახმად, ორჯერადად აცრილ მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით შემოწმდებიან. ერთჯერადად აცრილი, ან აუცრელი მასწავლებლები კი, კვირაში ერთხელ, სწრაფი ანტიგენ ტესტით.
ასევე იხილეთ:
მასწავლებელთა ნაწილს PCR და სწრაფი ტესტის ნიმუშის აღებაში ატრენინგებენ – დეტალები
- შენარჩუნდება თუ არა ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დისტანციური დასწრების არჩევის შესაძლებლობა? პასუხი ცნობილია by ARIS.GE-განათლება
- კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აპლიკანტი გამოცდაზე 7 დღის განმავლობაში ვერ გავა by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
- რა შემთხვევაში აიცრებიან მეორე ბუსტერდოზით 12-17 წლის ასაკის პირები – მინისტრის ბრძანება by EDUVID-19