GE

ხუთი ქვეყანა, საიდანაც საქართველოში სასწავლებლად ყველაზე მეტი სტუდენტი ჩამოდის

პანდემიის ფონზე, საქართველოში უცხოელი სტუდენტების რიცხვი ზრდადია. როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ჩვენი ქვეყნის სასწავლო გარემო პოპულარულია როგორც მეზობელ ქვეყნებში, დასავლეთის, ასევე აფრიკის და აზიის სახელმწიფოებში.

2 ივნისს, EDU.ARIS.GE-ს მიერ სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯამში 14 617 უცხოელი სტუდენტი აღირიცხა. აქედან, სახელმწიფო უნივერსიტეტებში – 4 656, კერძოში – 9.961 სტუდენტი. 2019-2020 სასწავლო წლის მონაცემებით ეს რიცხვი უფრო ნაკლები,  13 325 იყო.

საქართველოს უნივერსიტეტებში აღრიცხული უცხოელი სტუდენტების რიცხვის გათვალისწინებით, ტოპ 5 ქვეყნის ჩამონათვალი ასეთია:

ინდოეთი, 2540 სტუდენტი ირიცხება  სახელმწიფო უნივერსიტეტში, 5231 – კერძოში.  ჯამში 7771 სტუდენტი

აზერბაიჯანი, 402 სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტში, 499 -კერძოში. ჯამში 901 სტუდენტი.

ისრაელი, 32 სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტში, 700 -კერძოში. ჯამში  732 სტუდენტი.

ნიგერია,  43 სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტში, 606 -კერძოში. ჯამში  649 სტუდენტი.

ირანი, 111 სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტში  464 -კერძოში. ჯამში 575 სტუდენტი.

ამ ქვეყნების გარდა, საქართველოში 545 სტუდენტი სწავლობს ეგვიპტიდან, 447 იორდანიიდან, 367 რუსეთიდან, 325 გაერთიანებული სამეფოდან, 284 ლიბანიდან. 

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის უფლება ეძლევათ ეროვნული გამოცდების გარეშე, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესებით. მსურველებმა განცხადებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართონ.

უნივერსიტეტების სიახლეები EDU.ARIS.GE-ზე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური