GE

ზოგადი უნარების გამოცდის მეორე დღის I სესიაზე აბიტურიენტთა დაახლოებით 5% არ გამოცხადდა

უკვე მეორე დღეა, რაც აბიტურიენტები 2018 წლის ზოგადი უნარების გამოცდას აბარებენ. ამ წუთებში გამოცდის პირველი სესია საქართველოს მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში  მიმდინარეობს.

გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან ზოგადი უნარების გამოცდის მეორე დღის I სესიაზე აპლიკანტთა დაახლოებით 5% არ გამოცხადდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებით, ზოგადი უნარების გამოცდაზე ყველა აპლიკანტი დაწერს ტესტის იმ ვარიანტს, რომელიც უნდა ეწერა თარიღების შეცვლამდე.

შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 38 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა. არჩევითი საგნებიდან კი ყველზე მეტი აპლიკანტი გეოგრაფიას, ისტორიას და მათემატიკას აბარებს. 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ხოლო ქვეყნის მასშტაბით სულ 22 ცენტრი ფუნქციონირებს. აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები გამოცდებს 26 ივლისს დაასრულებენ.

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm